ზუგდიდში, გუშინ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ.
მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ, თავდამსხმელები გადაადგილდნენ, დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.