ციხიდან ახალ გამოსული „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს თხოვს.
ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დღეს, საღამოს ჩაინიშნა _ ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს , 19:30-საათზე, ჩამინიშნეს პროცესი. გირაოს ითხოვენ“, – წერს ჯაფარიძე.
როგორც ცნობილია, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.
































































