საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. ის გუშინ საღამოს აქციის ორი მონაწილის დაკავებას ეხმაურება.
“#ტერორისაქართველოში აღდგომის დღეს, საქართველოში საპროტესტო აქციების მეხუთე თვეს, აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, სწორედ ამ პოლიციელებმა დააკავეს,” – წერს ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, გუშინ გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე პოლიციელებს ეუბნებოდნენ “ქრისტე აღსდგა”, რა დროსაც ოლიგარქის პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა.