“გოგონა მწერს ერთ-ერთ გარდაცვლილზე, რამე ხომ არ იციო…
სამწუხაროდ, უკვე დადასტურებით გამოაცხადეს, რომ გარდაიცვალა თქო. მაღალჩინოსანი უკრაინელების სამძიმრის წერილები ვაჩვენე.
ყველა მაგას ამბობთო გამიბრაზდა, არ დავიჯერებ სანამ არ ვნახავო. შვილი ყოფილა.
ზუსტად იცის, რომ მამა აღარაა, მაგრამ დადის სხვადასხვა ჩათში და ეძებს ვინმეს, ვინც საპირისპიროს ეტყვის.
რა დღეში ჩაგვყარა ამ არაადამიანმა?!” _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინის ომში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.