ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, “დედა ენის” ძეგლთან აქციაზე იმყოფებოდა. “გურია ნიუსის” კითხვაზე, ბატონო ოლეგ, თქვენ რას აპროტესტებთ? განაცხადა:
“მე არ ვაპროტესტებ. მე ვარ ჟურნალისტი, თუმცა ჩათვალეთ, რომ აქ ვარ როგორც მოქალაქე. მე არ ვიყავი 17 მაისის აქციაზე. მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია. მინდა ვკითხო იმ მორწმუნეებს, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, მითხრან თუნდაც 10 მცნება. მე ვიქნებოდი მადლიერი. მე მართლმადიდებელი ვარ, ხედავთ, ჯვარიც მაქვს. მორწმუნე ოჯახიდან ვარ, მაგრამ, არ დავუშვებ, ვიღაც ადამიანმა, მოძღვარმა საცეცხლურის მაგივრად “ტაბურეტკა” მიქნიოს.”