საჭირო მასალა: 1 კგ ორაგული თავის გარეშე, 1 ცალი სტაფილო, ნიახურის ძირები, პრასის თეთრი ნაწილი, 2-3 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 3 ნაჭერი ლიმონი, 10 მარცვალი შავი წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, თუ ხელთ გვაქვს _ 1 ცალი ფენხელი და ძალიან ცოტა ახალი იმბირი (კოჭა).
მომზადება: ქერცლისგან კარგად გაწმენდილი, დაჭრილი, მარილმოყრილი, წიწაკამოფრქვეული ორაგული დავალაგოთ ქვაბის ძირში ჩაყრილ, წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის და მწვანილის ნახევარზე. თავზე მოვაყაროთ მეორე ნახევარი. დავასხათ იმდენი ცივი წყალი, რომ მასას ფარავდეს. დავახუროთ ხუფი და ნელ ცეცხლზე ავადუღოთ. როგორც კი ადუღდება, გადმოვდგათ და შევაგრილოთ. მივირთვათ თბილი. ასე ბოსტნეული მზადაა, მაგრამ გადახარშული არ არის. ბოსტნეულის შემადგენლობა შეგვიძლია შევცვალოთ, გარდა კარტოფილისა, რადგან ის უფრო ძნელად იხარშება და დავუმატოთ პამიდორის, ხახვის, ბოლოკის ნაჭრები.