https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კანონი უხეშად დაარღვია”

6:05; 1.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუმცა, როგორც გაირკვა, აღნიშნული ათიათასები ამ მიმართულებით არ დახარჯულა. როგორც ექსპერტი ოთარ კონჯარია აცხადებს, ამ ქმედებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი უხეშად დაარღვია; ლევან ხინთიბიძის თქმით კი, სახეზე გვაქვს ტიპიური არამიზნობრივი ხარჯვა და კანონების უგულებელყოფა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში, რომელიც 2010 წელს გახორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს შეეხება, ვკითხულობთ, რომ “შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ეზოში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაზე” 27 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შპს “გზამშენი -18”-მა შეასრულა. ხელშეკრულება 08.02.10 წელს გაფორმდა.

ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, “გურია ნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ეზოში ფოტოები გადაიღო. ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ აქ არანაირი სამუშაოები არ არის შესრულებული.

ამის შემდეგ, “გურია ნიუსმა” 2011 წლის 18 აპრილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილობით მიმართა და მოითხოვა, დედანში გაცნობოდა “შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ეზოში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაზე 08.02.10 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას. “გურია ნიუსს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში ხელშეკრულების გაცნობის საშუალება მიეცა, თუმცა, როგორც გაირკვა, ხელშეკრულების საგანი არა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ეზოში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა, არამედ, ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩა #3-ში შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ეზოში ავტოსადგომის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი მაია აფხაზავა “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, თუ მსგავსი საკითხები გვაინტერესებს, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სამსახურს უნდა მივმართოთ.

_ ქალბატონო მაია, თქვენ ხართ შესყიდვების სამსახურის უფროსი და სხვა სამსახურს რატომ უნდა მივმართოთ?

_ ჩვენთან მხოლოდ ხელშეკრულებები ფორმდება. კონკრეტულად სად და რა სამუშაო გაკეთდა(?!) ამას ზედამხედველობას ინფრასტრუქტურის სამსახური უწევს. ჩემი მოვალეობაა, ვადები არ დაირღვეს და თუ დაირღვა, ჯარიმა უნდა დავუწესოთ. რაც შეეხება “შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ეზოში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაზე” 08.02.10 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას საფინანსო სამსახურში უნდა გაეცნოთ, _ ასეთია შესყიდვების სამსახურის უფროსის პასუხი.

საფინანსო სამსახურში ხელშეკრულების გაცნობის და შესყიდვების სამსახურის უფროსისგან მიღებული ოფიციალური პასუხების შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსს, ეთერ ჭყონიას მივმართეთ და ვთხოვეთ, გაერკვია აღნიშნული საკითხი და განმარტება გაეკეთებინა. იქვე პასუხის მისაღებად, დაახლოებით, ნახევარ საათზე მეტი ველოდეთ. ვინაიდან, ჭყონიამ ვერ უპასუხა ჩვენს კითხვას, 20 აპრილს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერილი გავუგზავნეთ, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიგვიღია, მან ასევე არ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარსაც. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე, რომელიც ჭყონიას ეკუთვნის, გვიპასუხეს, რომ ის სამსახურში არ იმყოფებოდა.

“გურია ნიუსმა” საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას 2010 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გახორციელებული შესყიდვების შესახებ მოწოდებული დოკუმენტაცია და იმ ხელშეკრულების ფოტომასალა გააცნო, რომელსაც საფინანსო სამსახურში, დედანში გაეცნო.

როგორც ექსპერტი ოთარ კონჯარია აცხადებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი უხეშად დაარღვია.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ, 2010 წლის 8 თებერვალს გაფორმებული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საგანი არის “ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩა #3-ში შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ეზოში ავტოსადგომის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა”. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული შესყიდვის ობიექტი 2010 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში განსაზღვრული არ ყოფილა, რაც საქართველოს კანონის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” უხეში დარღვევაა. კანონის მე-9 მუხლი განმარტავს, რომ “შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად”, _ გვითხრა ოთარ კონჯარიამ.

მისივე თქმით, “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული იყო შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ეზოში ასფალტ -ბეტონის საფარის მოწყობა და არა ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩა #3-ში შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ეზოში ავტოსადგომის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა. აღნიშნული ქმედება ასევე, არის საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” დარღვევა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს და დააფინანსა ისეთი ობიექტის ეზოს ასფალტ – ბეტონის საფარის მოწყობა, რომელიც სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრები, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას უნდა მოახმაროს”.

“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ თვითმმართველობებისთვის ამოუწურავი პრობლემატიკაა ე.წ. “პოლიციის დაფინანსების” თემა: _ პირველ რიგში, კვლავაც ხაზგასასმელია თვითმმართველობებისთვის ამოუწურავი პრობლემატიკა, რაც ეხება ე.წ. “პოლიციის დაფინანსების” თემას ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან. სამწუხაროდ, ეს პრობლემატიკა არა მხოლოდ ლანჩხუთის თვითმმართველობის ბიუჯეტს ახასიათებს. ამ საკითხზე ჩვენი დამოკიდებულება არაერთგზის დავაფიქსირეთ _ თვითმმართველობის ორგანოებს ვურჩევთ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებისთვის იზრუნონ და არა ისეთი სტრუქტურების დასაფინანსებლად, რომელთა საქმიანობაც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციის სფეროში შედის, სამინისტროების სახით, ამისთვის ისინი სერიოზულ ფინანსურ რესურსებს იღებენ მათივე ბიუჯეტიდან, _ გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.

მისი თქმით, “ბიუჯეტის შესრულების თანმიმდევრობასა და წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, რომლის საფუძველზეც მტკიცდება ბიუჯეტი საკრებულოს მიერ (რომ არაფერი ვთქვათ ორგანულ კანონზე “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონზე და სახელმწიფო შესყიდვების დებულებაზე), რომლის მიხედვით ხორციელდება ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ნებისმიერი დაგეგმილი ღონისძიება. ხოლო თუ ლანჩხუთის 2010 წლის მუნიციპალური ბიუჯეტით განსაზღვრული იყო ერთი რომელიღაც საქმიანობის გახორციელება (მაგალითად, პოლიციის რაიონული სამმართველოს ეზოს კეთილმოწყობა), მაგრამ მის მაგივრად გახორციელდა სხვა რამ საკრებულოს მიერ ამავე ბიუჯეტში ადექვატური ცვლილებების გარეშე, მაშინ, რა თქმა უნდა, სახეზე გვაქვს ტიპიური არამიზნობრივი ხარჯვა და ზემოაღნიშნული კანონების უგულებელყოფა; ეს, პირველ რიგში, ლანჩხუთის საკრებულოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რადგანაც აღმასრულებელმა რგოლმა შესაძლოა, დაუშვა წლის ძირითადი საფინანსო გეგმის გარკვეულწილ შეუსრულებლობა, რომელიც მის მიერ იქნა დამტკიცებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2010 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების განხილვა და დამტკიცება საკრებულოს მიერ ამ უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს

ამავდროულად, შესაძლოა ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებით გამოიკვეთოს სხვა კანონდარღვევა, რაც ეხება ყალბი საჯარო ინფორმაციის გაცემას, ანუ როცა ნებისმიერი პირის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სხვა ტიპისაა, ხოლო დედანში არსებული კი სულ სხვა. ეს, თავისთავად, პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს, რაც ასევე კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ამ საქმის გარშემო არსებულ ვითარებას. ზოგადად კი, სიმართლის დადგენა კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა”, _ ამბობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ხელსაყრელი ამინდი ვუსურვოთ შრომისმოყვარე ოჯახს

"გურია" იგებს, "მერცხალი" _ აგებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო