https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიხეილ სააკაშვილი: “პირადად ჩემი ამბიცია დღესაც იგივეა, რაც ოდესმე ყოფილა”

9:08; 2.08.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ “ჩემო თანამებრძოლებო, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებო, წევრებო და მხარდამჭერებო, ჩემო თანამოქალაქეებო,

მინდა, მთელი გულით მივულოცო დავით ბაქრაძეს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერებში გამარჯვება და საქართველოს პრეზიდენტის არჩვნებზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად დასახელება. დავით ბაქრაძე ჩვენი გუნდის წევრი და დიდი ხნის თანამებრძოლია, ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია და მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას. ახლა მთავარია, ყველანი დავირაზმოთ ჩვენი საერთო კანდიდატის გარშემო და საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი.

ამავდროულად, მინდა მოგმართოთ და, პირველ რიგში, გითხრათ, თუ როგორ ვამაყობ თქვენით. ჩვენ ერთად შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქა საქართველოს ისტორიაში. მთელი რეგიონი და, გადაჭარბების გარეშე, დანარჩენი მსოფლიოც შესცქეროდა ვარდების რევოლუციას და განსაკუთრებით იმას, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველომ რევოლუციის შედეგად. ჩვენ შევქმენით პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დინამიური, ინოვაციური, გაბედულიდა სამაგალითო სახელმწიფო თავისი მიღწევებითა და შეცდომებით, დიდი წინსვლითა და პერიოდული უკან დახევებით.

ჩვენ ასევე პირველად შევქმენით პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ ცალკეულ ლიდერს, ან ლიდერებს, არამედუფრო მეტად – თითოეულ წევრს, საზოგადოებაში თითოეულ მხარდამჭერს, პარტია არ ეკუთვნით ცალკეულ ლიდერებს, არამედ გეკუთვნით თქვენ და, რაც მთავარია, ეფუძნება არა პიროვნულ ამბიციებს, არამედ ჩვენს დიდ მიზანს, შევქმნათ ახალი, ძლიერ წარმატებული სახელმწიფო, რომლის მთავარი იდეაა თავისუფლება, დემოკრატია, არაკორუმპირებულობა და განვითარება, რომელიც ეფუძნება არა ნეპოტიზმს, კლანურ ან ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ მერიტოკრატიას, ე.ი. ადამიანების წარმატებულობასა და წინსვლას მათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის ნიშნით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძელით და იმ პირობებში, როცა პარტიის გენერალური მდივანი უსამართლოდაა დაპატიმრებული, როცა ათასობით აქტივისტი სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში იმყოფება, როცა ჩვენ ყოველ წუთს დაუმსახურებლად გვესვრიან ტალახს პრესით და ტელევიზიით, მაინც შევინარჩუნეთ ერთობა და არ ვუღალატეთ ჩვენს იდეებს.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს, როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა, ისტორიულად განწირულია მარცხისთვის.

ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მარცხს გულხელდაკრეფილნი უნდა დაველოდოთ.

აუცილებელია მოქმედება დაცვლილებები. როგორც ამ მოქმედების ნაწილი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცირე ნაწილმა ჩვენი პირველადი თანამებრძოლებისა დაივიწყა ის იდეალები, რომლისთვისაც ვიბრძოდით და თავისი პირადი კეთილდღეობა და ამბიცია უფრო მაღლა დააყენა. ამ ხალხისგან ბოლომდე უნდა გავთავისუფლდეთ. ვარდების რევოლუციის შემდგომ ბევრი ჩვეულებრივი კარიერისტიც მოგვეტმასნა, რომელთა ჩამოშორება მხოლოდ დადებითი პროცესია.

ამავე დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, პარტიას დაეტყო ბიუროკრატიული დახავსების ნიშნები, სათანადოდ არ წარმოებდა ჯანსაღი დებატები, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკური იმუნიტეტი შეასუსტა გარე მტრისა თუ შიდა მოწინააღმდეგეთა უპრეცედენტო, ზოგ შემთხვევაში კი, ერთმანეთთან კოორდინირებული გააფთრებული შემოტევების მიმართ.

ამიტომ, ახლა კრიტიკული ანალიზისა და გაჯანსაღების აუცილებელ ეტაპს გავდივართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ,უკეთესები უნდა გავხდეთ, არ დავივიწყოთ მთავარი პრინციპები და, ამავდროულად, ბევრად უფრო საღი, დემოკრატიული, გახსნილი ორგანიზაცია შევქმნათ. პრაიმერების მიმდინარეობამ, მათში პარტიის წევრების დიდმა აქტიურობამ კარგად დაგვანახა სწორი გზა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი გახსნილობა, მეტი დებატები, მეტი განათლებული, პატრიოტი, აქტიური და გონიერი ადამიანის შემოკრება და ენერგიული სვლა საერთო ნაციონალური კონსენსუსისა და შეუქცევადი განვითარებისაკენ, საზოგადებისა და სახელმწიფოს ძლიერებისაკენ.

ამიტომ, გთავაზობთ, რომ ნაციონალურ მამოძრაობამ გადადგას კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პარტია, რომელიც ერთის მხრივ იდეების გენერატორი იქნება, მეორეს მხრივკი – ამ იდეებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქცევს. ჩვენ გვაქვს ძალიანდიდი მიზანი, რომელიც ჩვენი ხალხის შეგნებული თანადგომის გარეშე მიუღწეველია. ჩვენუნდა დავეყრდნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ნიჭიერებას, პატრიოტიზმს, ინოვაციის უნარსა და ენთუზიაზმს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გახდეს კიდევ უფრო გახსნილი და დემოკრატიული პარტია, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს, ის არაპარტიული გაგებითაც ნამდვილ ნაციონალურ მოძრაობად უნდა გადაიქცეს!

პირადად ჩემი ამბიცია დღესაც იგივეა, რაც ოდესმე ყოფილა – გავაკეთო ყველაფერი ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის! მე ვიმედოვნებ, დღეის შემდეგაც ვიქნები არამარტო ლიდერი ნაციონალური მოძრაობისა, არამედ – ერთი თქვენთაგანი და თანასწორი თანასწორთა შორის. მე მთელი ჩემი არსებით მესმის ამ სიტყვების შინაარსი და მთელი ჩემი არსებით ვიცი ამ შინაარსის ძალა! თქვენ ნახავთ, მთელი ქვეყანა დაინახავს და შეიგრძნობს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები,და უპირველესად ჩვენი პარტია იგრძნობს ამას თავის თავზე! კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობა იყო და იქნება არამარტო იდეების გენერატორი, არამედ – ხიდი ამ იდეებსა დასაზოგადოებას შორის!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზოთ. პირველ რიგში, პრაიმერიზის და მასში პარტიის წევრების აქტიური ჩართულობის პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, რომ პარტიული სტრუქტურის ყველა დონეზე შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულ და საყოველთაო პრინციპად იქცეს. უარი ვთქვათ იერარქიულობაზე ყველგან, ეს იქნება ადგილობრივი პარტიული სტრუქტურები თუ – მთლიანად პარტიის მმართველი რგოლი. ჩვენი რეგისტრირებული წევრების მინიმუმ 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოიწვიოს პარტიის ყრილობა. პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის მუდმივმოქმედმა პოლიტიკურმა საბჭომ, რომლის ყოველდღიურ მუშაობას საბჭოს თავმჯდომარე წარუძღვება. საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი ახალი, ახალი ენერგიით აღსავსე ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს. ასევე, შემოვიღოთ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, რათა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ განხორციელდეს. ამგვარად, შევქმნათ ისეთი სტრუქტურა,სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობით და, რომელიც მოიზიდავს ყველას, ვისაც პოლიტიკური აქტივობისკენ გული მიუწევს, ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის ძირითად პოსტულატებს და გრძნობს, რომ აქვს უნარი და ენერგია, რომ რაციონალურ, აქტიურ დებატებში ჩაებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავლის შენებაში. მთავარი იქნება ის, რომ ყველა დონის თანამდებობაზე, იქნება ეს შიდა პარტიული თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობები, კანდიდატები უნდა განისაზღვრონ არჩევნების გზით. ეს მოხდა პრეზიდენტის კანდიდატურაზე და წესდებით იგივე უნდა დაკანონდეს მერების, დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურების დასახელებისას.

პარტიის სტრუქტურის ჰორიზონტალური ხასიათი არა მარტო ახალი წევრებით გაამდიდრებს ჩვენს პარტიას, არამედ – ფაქტიურად აზრს დაუკარგავს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას. მაგალითად, თუ დღეს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ცალკეული ლიდერების განეიტრალებით მოგვსპობს, ხვალ ისიც და ბევრი სხვაც მიხვდება, რომ ამ ბრძოლას საბოლოოდ ეკარგება აზრი; თუ, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას, თავისივე მრავალგზის საჯაროდ განცხადებული პოზიციით, ჩემი, როგორც მინიმუმ, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურება საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზად მიაჩნია, ხვალ ისინიც მიხვდებიან, რომ სინამდვილეში საქმე აქვთ არა მხოლოდ ჩემთან, არამედ – ჩემს თანამოაზრეებთან, ჩვენს თანამოაზრეებთან, მთელ პარტიასთან და მთელ ერთან, მიხვდებიან, რომ ისინი დიდ ცეცხლს ეთამაშებიან და უკან უნდა დაიხიონ, ამ ცეცხლს ქმნადობის ენერგიად გადაქცევაში ხელი არ შეუშალონ, დამორჩილდნენ იმ აზრს და იმ რეალობას,რომ საქართველო არის, იყო და იქნება თავისუფალი ხალხის თავისუფალი სახელმწიფო, მშვიდობის, აღმშენებლობის, პროგრესის, შემწყნარებლობისა და სიკეთის გზაზე მდგარი საზოგადოების ციხე-სიმაგრე, რომელსაც ამიერიდან ვეღარც შიდა და ვეღარც გარე მტერი დაანგრევს!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი ენერგიით დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია და, ჩვენ ერთად, ამ პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანას აუცილებლად შევძლებთ.

ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი ბრძოლა და ომი გამოვიარეთ, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ბევრი დიდი წარმატებაც ვნახეთ. დღეს ჩვენ ყველანი მზად ვართ, რომ ახალი ენერგიით, ახალი შემართებით მივმართოთ ჩვენს ხალხს და ვუთხრათ:

ჩვენ ჩვენი სამშობლოს მებრძოლი შვილები ვართ, ჩვენი სამშობლოსადმი, ჩვენი ხალხისადმი უზომო სიყვარულით აღსავსე შვილები! ჩვენ ვიბრძოლებთ და სამშვიდობოს გავალთ იმ რწმენით, რომ ვართ ისტორიის სწორ მხარეს,და რომ ამას ვაკეთებთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების საერთო მომავლისთვის. რწმენით, რომ სიკეთე საბოლოო ჯამში აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას და სიბნელე უძლური აღმოჩნდდება სინათლესთან. წარსული და რეგრესი, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვერ ჩაანაცვლებს მომავალს და პროგრესს!

ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ აზრი საქმედ ვაქციოთ და ამიტომ საქმიანად უნდა მივუდგეთ ყველა წამოწყებას. გთავაზობთ, დავგეგმოთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სექტემბერში, შევჯერდეთ თარიღზე და ყველა ის პრინციპული ცვლილება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ავსახოთ პარტიის ახალ წესდებასა და სტრუქტურაზე. ძალიან ბევრი გავაკეთეთ და გაცილებით მეტი გასაკეთებელი დაგვრჩა, ამიტომ ახალ პროგრამაში უნდა გავწეროთ შემდეგი ეტაპის მთავარი საპროგრამო მიზნები. ჩვენი მოძრაობა ფენიქსივით აღდგენის პროცესშია და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ხალხის თავისუფლება ქვია!” _ აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

09:58; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16 სექტემბერი, 2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16 სექტემბერი, 2026

ყველაზე საშინელი საპატიმროები

პროკურატურამ თომას ჰამარბერგის რეკომენდაცია გაითვალისწინა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17.09.2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

9:58; 17.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9:48; 17.09.2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო