წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმამ ათეულობით ოჯახი დააზარალა. სოფელ ნაბეღლავში სამი ოჯახი ევაკუირებულია. ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის თქმით, მდინარეების ადიდებამ სახლების დატბორვა გამოიწვია. მისივე თქმით, სპეციალური კომისია ზარალს ითვლის, თუმცა, ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენი ოჯახია დაზარალებული.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს და დეტალებს სტიქიის შესახებ მალე მოგაწვდით.