_ “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, ვიმედოვნებდი, იმ მებრძოლ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ოჯახები პრობლების წინაშე დააყენეს დაუფასდებოდათ თავდადება, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლებოდა და ღირსეული ცხოვრება დაგვიდგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, უღირსმა ადამიანებმა იხეირეს. ვარ შეურაცხყოფილი, რასაც ემატება ხშირი განცხადებები ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მიდის. ვერ ვხედავ არსებული მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს. მიმაჩნია, რომ თავმოყვარე კაცი კაცი აღარ გააგრძელებს “ოცნების” გზით სვლას. ამიტომ გადავწყვიტე დავტოვო “ქართული ოცნება”, – აღნიშნულია ბერიშვილის განცხადებაში, რომელიც მან “ქართული ოცნების” ჩოხატურის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას ოფიციალურად ჩააბარა.
“ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ, ბერიშვილი “დემოკრატიულ მოძრაობას” შეურთდა და ის უკვე ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წევრია.