ტელეკომპანია “მაესტრო”-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში დღეს 14:00 საათზე შევიდა.
ამ დროისათვის დადგენილია, რომ ზარი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ არასრულწლოვანმა განახორციელა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო აწარმოებს.




























































