ზურაბ აბაშიძის განცხადებით კარგია, როცა ასეთი სახის დანაშაული გამოძიებულია, თუმცა, თავისთავად ართულებს ვითარებას თვითონ ის ფაქტი, რომ მსგავსი პრეცედენტები ხდება. მისი თქმით სამართალდამცველმა ორგანოებმა სერიოზულად უნდა იმუშაონ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.
_ ძალიან კარგია, რომ ასეთი დანაშაული იქნა გამოვლენილი და აღკვეთილი. თუმცა, ძალიან ცუდია როცა ციხეში იარაღი არსებობს. პროვოცირებულია თუ ეს ვინმეს მიზანდასახული ქონდა, რაიმე სერიოზული ვნებათაღელვა შეეტანა პენიტენციალურ სისტემაში, ეს გამოძიების საქმეა. უნდა ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები. რასაც მინისტრი ამბობს ამაში ძალიან დიდი ალბათობაა, რომ გარე ძალებს, შესაძლოა ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებსაც აინტერესებდეს ქვეყანაში არეულობა. აქედან გამომდინარე სერიოზულად უნდა იმუშაოს სამართალდამცველმა ორგანოებმა, რომ ასეთ ფაქტები აღმოფხვრილ იქნას _ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღევანდელ ბრიფინგზე ის ნივთმტკიცებულებები წარადგინა, რომელიც ციხეებში პატიმრების მიერ არის დამზადებული. სუბარის განცხადებით სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებიდან ამოიღეს ხელნაკეთი დანები, მობილური ტელეფონები, ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები და კუსტარულად დამზადებული სხავადასხვა აპარატები. აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.