(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ თბილისში, არტ-ჰოლში, ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული ქართულ-ხალხურ-ინსტრუმენტალური ანსამბლ “ედელვაისის” და ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ფარხმას” ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
“ედელვაისის” სამხატვრო ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის, იური ჩიხლაძის თქმით, “კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მას ესწრებოდნენ ოსეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფები, მომღერლები და პროფესორები. დამეგობრებულ ანსამბლებს შორის, “ედელვაისის” და “ფარხმას” ერთობლივი კონცერტის გამართვა უახლოეს მომავალში ოზურგეთშიც იგეგმება”.