(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სუფსის მოსახლეობა კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ამის მიზეზი, მოსახლეობის განცხადებით, დაბინძურებული გარემო და ხმაურია, რომელიც იქვე ახლოს მცხოვრებთ ღამის ძილს უფრთხობს: _ მოსახლეობას ნერვოზი გაუჩნდა _ ქარხნიდან საშინელი ხმა და სუნი გამოდის, გარეთ იფრქვევა ცემენტი, რომლითაც პირი გვაქვს სავსე. ფილტრი დაიდგმება და აღარ იქნება მტვერიო, ამბობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მუშაობს კარგად ფილტრი. მატარებელი რომ მოდის, ცემენტის ბუღი დგას, ქარს სახლში შემოაქვს ცემენტის მტვერი, ღამით კი ხმაურის გამო ძილს ვერ ვახერხებთ, _ ამბობენ სუფსის მცხოვრებლები.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, სუფსაში, კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და მოსახლეობას შეხვდებიან. “ჰაიდელბერგცემენტი” თავიდანვე აცხადებდა, რომ ჰაერის დაბინძურება არ მოხდებოდა, თუმცა, მოსახლეობის თქმით, ეს დაპირება არ შესრულდა.