შეხვედრაზე არასამთავორობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო, პროფესიული და სახელობო პროგრამების განხორციელებაში თანამშრომლობა შესთავაზეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო იმ მსჯავრდებულთა საჭიროებები, რომლებსაც საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა სურთ. ასეთი მსჯავრდებულების რაოდენობა ამ ეტაპზე 370-ს აღწევს. მხარდაჭერა აღუთქვეს.
შეხვედრას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებსა და უფლებადაცვით საქმიანობას ახორციელებენ. სამინისტროს შეთავაზებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ, 10 დღის ვადაში, საპროექტო წინადადებები წარმოადგინონ.
ამ ეტაპზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მუშაობს მასშტაბურ პროექტზე – „ისწავლე, ასწავლე და დაასაქმე“, რომლის მიზანი მსჯავრდებულთათვის პროფესიის მიცემა და შემდგომში, იმავე პროფესიით მათი დასაქმების ხელშეწყობაა.