პარლამენტის “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა” ლევან კორტავას საქმეზე სხვადასხვა უწყებიდან მიღებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მათთვის ციხის უფროსის დაკავების ფაქტი უცნობი იყო. პროექტის საბოლოო ვარიანტი, მომავალ პარასკევს გახდება ცნობილი.
ლევან კორტავა გეგუთის #14 დაწესებულებაში, ცემის შედეგად გარდაიცვალა.მომხდარზე პასუხისგებაშია მიცემული, როგორც ციხის ადმინისტრაცია ასევე პატიმრები და თანამშრომლები.