“დღეიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებს ვტოვებ და “დემოკრატიულ მოძრაობას” ვუერთდები. ასევე, მხარს ვუჭერ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს.
როგორც “ოცნების” აქტიურმა მხარდამჭერმა, გადავწყვიტე, რომ ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც კოჰაბიტაციას წერტილს დაუსვამს, ნინო ბურჯანაძეა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისადმი ჩემი აქტიური მხარდაჭერა განპირობებული იყო იმით, რომ ქვეყანაში სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღდგებოდა. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა,” _ განაცხადა კილასონიამ.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა ქაჯაიას თქმით, მიუხედავად იმის, რომ როსტომ კილასონიამ კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგები დატოვა, მას ამის გამო თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ.
როსტომ კილასონიას ამ გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გამოიწვია როგორც ჟურნალისტებში, ასევე არასამრავრობო თუ სამთავრობო რიგებში. სწორედ ამიტომ გამგებლის მოადგილე უახლოეს დღეებში კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.