ასევე იყო ე.წ. სომხური კარუსელის ჩატარების მცდელობა, რაც საარჩევნო უბნიდან, ცარიელი ბიულეტენების გატანას გულისხმობს. თუმცა, ეს ფაქტიც აღკვეთილია.
“მთელი დღის მანძილზე, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როცა მარკირებული ამომრჩეველი ცდილობს მეორედ მიიღოს მონაწილება. მსგავსი ფაქტები გამოვლინდა: 29-ე, 35-ე, 86-ე, 82-ე, 107-ე და 108-ე უბნებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ 108-ე უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი, სომხური კარუსელის დატრიალებას ცდილობდა, რაც ცარიელი ბიულეტენის უბნიდან გამოტანას გულისხმობს. თუმცა, ეს ფაქტიც აღკვეთილია. ამ ფაქტებზე დროული რეაგირება უნდა მოხდეს, რათა დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს,“ _ განაცხადა გია თევდორაძემ.
როგორც გაირკვა პრობლემებია გადასატან ყუთებთან დაკავშირებითაც, ამომრჩევლები რომელსაც სახლში ყუთი მიუტანეს, აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი იყო და თავად შეძლო არჩევნებზე წასვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება.
“ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა 17 საჩივარი დაწერეს, რომელთაგან 2 საოლქო კომისიაში შევიდა. ხოლო დანარჩენი სხვადასხვა უბნებზე გაიგზავნა.