აღნიშნულ ინფორმაციას ამ წუთებში ავრცელებს თურქეთის უდიდესი საინფორმაციო სააგენტოც Cihan Haber Ajansı- ც.
ინტერნეტპორტალი kanala haberi აღნიშნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთზე და კავკასიაზე დაწოლის მიზნით ძალების დემონსტრირებას ახდენს.
გამოცემა იმასაც იუწყება, რომ სააგენტოს რუსმა ექსპერტებმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რუსეთი საერთაშორისო კანონმდებლობას არ არღვევს და ნეიტრალურ წყლებში ფრენის უფლება აქვს.
გამოყენებულია www.kanalahaber.com-ის ინფორმაცია