“ადგილობრივი არჩევნები მაისში იქნება და გაცილებით მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, თავისი თავი შესთავაზოს ამომრჩეველს”, _ განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა კოჰაბიტაციის დასრულებაზე და განაცხადა, რომ თუკი ვინმეს პასუხი აქვს მოსაკითხი, მოეკითხება.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერიაც ემზადება:
“მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ამომრჩეველს, მიუხედავად ერთწლიანი პოლიტიკური რეპრესიებისა “ნაცმოძრაობის წინააღმდეგ”, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო დაინტერესებულია სტაბილურობით და მშვიდობით. პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და ვულოცავთ გამარჯვებულს.
“ნაცმოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ძალა და მივიღეთ 20%ზე მეტი, ეს კონკურენცია გაგრძელდება იმ მეთოდებით, რაც შეეფერება მთავარ ოპოზიციურ ძალას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით.
ჩვენი პრობლემა ამ ქვეყანაში ის იყო, რომ არჩევნების შედეგად ჩვენი დამარცხების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ მიზნად დაისახა მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურება, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნა მიღწეული.” _ განაცხადა ბოკერიამ ” რუსთავი 2″-ის ეთერით.