https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პატარკაციშვილების ოჯახმა აღიარა, რომ ყულევის აქციები ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა”

9:12; 3.12.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში პატარკაციშვილების ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე დავა გასული თვის 24 რიცხვში  დასრულდა. საკითხი ყულევის ტერმინალის აქციებს ეხებოდა, რომელთა შესახებ სარჩელები ოჯახმა 2011-2012 წლებში ქართულ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოებში  შეიტანა. მიმდინარე წლის 10 ივნისს პატარკაციშვილებმა სარჩელი ქართული სასამართლოდან გაიტანეს. ანალოგიურად მოიქცნენ ისინი ბრიტანეთის სასამართლოშიც.

 როგორც ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური აცხადებს:

 “თუმცა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში პატარკაციშვილების ოჯახი იძულებული გახდა სადავო საკითხზე მკაფიო პოზიციები დაეფიქსირებინა. კერძოდ, პატარკაციშვილების ოჯახმა აღიარა და სასამართლომ დაადგინა რომ:

 1. ვანო ჩხარტიშვილი იყო, აქამდე პატარკაციშვილების მიერ სადაოდ მიჩნეული, ყულევის ტერმინალის მფლობელი კომპანიის  49 აქციის ერთადერთი მესაკუთრე; 2. ოჯახს არ გააჩნია დაინტერესება ამ აქციებთან დაკავშირებით და შესაბამისად არ გააგრძელებს დავას აღნიშნულ საკითხზე.

 ასე, რომ პატარკაციშვილების ოჯახმა წააგო, საკუთარი ინიციატივით დაწყებული სამწლიანი სასამართლო დავა იმ აქტივთან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე მსხვილი და წონადია მათ მიერ ვანო ჩხარტიშვილისთვის წაყენებულ პრეტენზიათა ნუსხაში.

აქვე გვინდა  საზოგადოებას  შევახსენოთ ფაქტები, რომლებიდანაც კარგად ჩანს დავის დაწყების რეალური მიზეზები და  მასში მონაწილე სუბიექტების მიზნები.

 ბადრი პატარკაციშვილი და ვანო ჩხარტიშვილი ბიზნესპარტნიორები იყვნენ, რის შესახებაც ბატონ ბადრის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე  მალევე იქნა ინფორმირებული. არსებული  ერთობლივი საქმიანობის ინვენტარიზაცია, პატარკაციშვილის მემკვიდრეობის საკითხზე დაწყებული დავების გამო, მაშინ ვერ მოხერხდა. როცა ეს საკითხი   მოგვარდა, უკვე ვანო ჩხარტიშვილი იქცა სააკაშვილის ხელისუფლების სამიზნედ. მძევლად აიყვანეს მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილი და ამ გზით ცდილობდნენ მისგან ფულის გამოძალვას. დევნის გამო ჩხარტიშვილი იძულებული გახდა თავი დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა. ინგლისის მთავრობამ მას, როგორც რეჟიმის მსხვერპლს, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.

იყო მუქარები და იყო სარფიანი შემოთავაზებებიც, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილი არასოდეს წასულა კომპრომისზე მოძალადე რეჟიმთან, განსხვავებით გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან, რომელიც 2011 წლის 6 ივლისს ე.წ. გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებით გაურიგდა სააკაშვილის ხელისუფლებას.  ჩხარტიშვილთან ბრძოლა ამ გარიგების  ნაწილად იქცა, რადგანაც კომბინაცია-“ქვრივი ჩხარტიშვილის წინააღმდეგ” სააკაშვილის პროპაგანდისტული პიარ-მანქანისთვის ბიზნესმენის რეპუტაციის შელახვის კარგი საშუალება იყო. სწორედ ამის შემდეგ, ბატონ ბადრის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს, ჩნდება პრეტენზიები და იძაბება მანამდე  არსებული ნორმალური ურთიერთობები ოჯახთან.

ვანო ჩხარტიშვილმა მაშინვე შესთავაზა პატარკაციშვილებს, შეერჩიათ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული 5 აუდიტორული კომპანიიდან  ერთ-ერთი, რათა  დეტალურად მომხდარიყო ერთობლივი საქმიანობის ნიუანსებისა და  წარმოშობილი პრეტენზიების საფუძვლიანობის  შესწავლა, მაგრამ ამაოდ. სააკაშვილის  რეჟიმს და მასთან გარიგებაში მყოფ ქვრივის ზურგსამოფარებულ სუბიექტებს არანაირად აწყობდათ საკითხის სამართლიანი მოგვარება. ასე დაიწყო დავები და სარჩელების შეტანა სხვადასხვა ინსტანციებში. ერთ-ერთი პირველი სარჩელი, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში იქნა შეტანილი, ოჯახმა 2012 წლის ივნისში წააგო. ამის შემდეგ, სამართლიანობის “აღსადგენად” მათ მიმართეს სააკაშვილის ჯიბის პროკურატურას, იმ პროკურატურას, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილი ქვეყნის მტრად გამოაცხადა, ხოლო “ქართული ოცნების” მხარდაჭერისათვის ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თანაც, მთელი ეს პროცესი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული პერიოდული საიფორმაციო „ომების“ თანხლებით მიმდინარეობდა.

სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაც განმეორდა. ოჯახთან დაახლოებულმა და ახალ ხელისუფლებას მიტმასნილ მედროვეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა ვანო ჩხარტიშვილზე უპრეცედენტო ზეწოლა განახორციელა. ბოროტად იქნა გამოყენებული მათთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო და სახელისუფლო ბერკეტები. ამჯერად, ჩხარტიშვილის მოწინააღმდეგე ბლოკის სუბიექტები და ფიგურანტები შეიცვალნენ, მაგრამ მიზანი  იგივე დარჩა, დაშანტაჟების გზით ჩხარტიშვილისგან ფულის გამოძალვა. ამ კამპანიის ხელმძღვანელები და შემსრულებლები ჩვენგან საკადრის სამართლებრივ პასუხს მიიღებენ.

აშკარაა, რომ  ოჯახს და ქალბატონ ინა გუდავაძეს არაფერს სძენს ასეთი ალიანსები და საეჭვო მიზნებისა და რეპუტაციის პერსონების რჩევებით სიარული. მათი ფუჭი დაპირებებისა და წარმოებული შავი პიარ-კამპანიების უპერსპექტივობა ბრიტანულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. სწორედ ვაი-მრჩევლების დამსახურებაა, რომ პატარკაციშვილის ოჯახს დღემდე უსაფუძვლო  დავები აქვს არა მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილთან, რომელსაც ბიზნეს-სექტორში მოღვაწეობის 25 წლის მანძილზე დავა არ ქონია პარტნიორებთან, არამედ ბადრი პატარკაციშვილის თითქმის ყველა მეგობართან და ბიზნეს-პარტნიორთან (ვასილ ანისიმოვი, ტარიელ ვასაძე, აწ გარდაცვლილი ბორის ბერეზოვსკი და სხვები). სწორედ ქალბატონ ინა გუდავაძის მრჩეველთა ჯგუფი უშლის ხელს და დღემდე ეწინააღმდეგება აქტივების დაანგარიშებასა და ჩხარტიშვილთან შეთანხმებას. სწორედ მათი მონაწილეობით ხდება, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩვენს ინიციატივებს ყოველთვის გვპასუხობენ პასკვილებით, ცილისწამებით, საინფორმაციო კამპანიებითა და შანტაჟით. ჩვენ მსოფლიოში აღიარებულ აუდიტორულ და საგამოძიებო კომპანიებს ვთავაზობთ, ისინი კი საქმის გასარჩევად  “ცნობილ უფლებადამცველ” მელორ  ვაჩნაძეს და მის რაზმს გვიგზავნიან.

ჩვენ არ ვაპირებთ ავყვეთ მეორე მხარეს და დავის ცივილიზებულ, სამართლებრივ სივრცეს გავცდეთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალბატონ ინა გუდავაძეს, მოლაპარაკების მაგიდასთან გაუგებრობებს ბოლო მოვუღოთ. ჩვენი ამ მორიგი წინადადების იგნორირების შემთხვევაში კი  სასამართლოს მივმართავთ, რათა  ამ უაზრო დავას სასამართლო მორიგებით დაესვას წერტილი.”

აღმოსავლეთ კარიბის უზენაესი სასამართლო _ გადაწყვეტილება გამოტანილია ვანოს სასარგებლოდ!

 სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

1. პირველი მოპასუხის ივანე ჩხარტიშვილის (”ვანო”) და მეორე მოპასუხის “აზერბაიჯან (ACG)ლიმიტედ”-ის (”ACG”)შესაგებლების დროებითი შეჩერება მოიხსნას მხოლოდ წინამდებარე განჩინების გამოტანის მიზნით.

 2. გადაწყვეტილება გამოტანილია ვანოს სასარგებლოდ შემდეგი პირობებით:

 ა. გამოცხადებულია, რომ ვანო წარსულში არ ფლობდა აქციებს “კარლინაოვერსიზ კორპორეიშენში” (”კარლინა”) არკადი პატარკაციშვილის (“ბადრი”) მინდობილი მესაკუთრის სახით და იყო აქციების ერთადერთი სამართლებრივი და ბენეფიციარი მესაკუთრე 2012 წლის 12 ივნისამდე.

 ბ. გამოცხადებულია, რომ ვანო უფლებამოსილი იყო 2012 წლის 12 ივნისს გადაეცა მისი აქციები კარლინაში ”ACG ”-სათვის; და

 გ. მოსარჩელეებს ეკრძალებათ ამ სასამართლო პროცესის ფარგლებში წარმოდგენილი სარჩელების ვანოს წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკაში წაყენება.

 3. გადაწყვეტილება გამოტანილია “ACG “-ს სასარგებლოდ შემდეგი პირობებით:

 ა. გამოცხადებულია, რომ არა უგვიანეს 2006 წლის 29 დეკემბრიდან ვანო იყო კარლინას 49 აქციის ერთადერთი სამართლებრივი და ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც წარსულში მის სახელზე იყო რეგისტრირებული;

 ბ. გამოცხადებულია, რომ არა უგვიანეს 2006 წლის 29 დეკემბრიდან ბადრის არ გააჩნდა ბენეფიციარული ინტერესი (მინდობილი საკუთრების მეშვეობით ან სხვაგვარად) კარლინას 49 აქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ვანოს სახელზე იყო რეგისტრირებული; და

 გ. გამოცხადებულია, რომ არც მოსარჩელეებს და არც ბადრის სამკვიდროს არ გააჩნიათ რაიმე სახის ინტერესი კარლინას 49 აქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ვანოს სახელზე იყო რეგისტრირებული.

გარდა ამისა, სასამართლომ მოსარჩელეებს: ინა გუდავაძეს, ლიანა ჟმოტოვას, ივა პატარკაციშვილსა და

ნათელა პატარკაციშვილს  ფულადი ჯარიმაც დააკისრა:

შუალედური ანგარიშსწორების ფორმით, მოსარჩელეები გადაუხდიან, 5 და 6 პუნქტებში მითითებულ ხარჯებთან მიმართებაში:

 ა. 200,000 აშშ. დოლარს – ვანოს და

ბ. 100,000 აშშ. დოლარს – ”ACG ”-ს.

 ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ორ დღეში საზოგადოება და პატარკაციშვილების ოჯახი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გაიგებს.

პატარკაციშვილებთან დაკავშირება, როგორც ხშირ შემთხვევაში, ვერც ახლა მოვახერხეთ. თუ ისინი აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ ჩათვლიან, “გურია ნიუსი” მზადაა, გამოაქვეყნოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა

"პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, ქუთაისისთვის კარგია"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

0:00; 19.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო