კომპანია “ბახვი ჰიდრო პაუერის” მიერ ოპერირებული “ბახვი 3” მდ. ბახვისწყალზე მდებარე დაბალკაშხალთან დერევაციული ტიპის 9,8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენს.
გიორგი რამიშვილის განცხადებით, ზამთრის თვეების გამომუშავება მთლიანად საშინაო ბაზარს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი მოცულობა ექსპორტირებული იქნება თურქეთის რესპუბლიკაში.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სისტემაში დამატებით შემოვიდა 9,8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგური.
“ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამარტო იმით, რომ მივიღეთ დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი რესურსის გამოყენებით, არამედ იმითაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული მშენებლობაში და მომავალშიც გაგრძელდება ასე. ეკონომიკის განვითარება ზუსტად დამოკიდებულია და პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის განვითარებაზე. ჩვენ თუ ენერგეტიკულად განვითარებული ვიქნებით, გვექნება საკუთარი ელექტროენერგია, მეტი შესაძლებლობა ბევრი ადამიანი დავასაქმოთ, ბევრი საწარმოები და ქარხნები გაიხსნას ქვეყანაში. თუ ჩვენ ვიქნებით ისევ მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული, როგორც დღეს ვართ, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს შექმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ეს არის მწვანე ენერგია, რაზეც მთელი მსოფლიო მიუთითებს და იბრძვის. როგორც მოგეხსენებათ, არის საფრთხეები გლობალური დათბობის და ზუსტად ეს რესურსები უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული,” _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ.
“ბახვი 3 ჰესი” წარმოადგეს საერთაშორისო პოლდინგების – “კუსტო ჯგუფის” და “სილქ როუდ ჯგუფის” პილოტ პროექტს, რომელიც განხორციელდა შპს “ბახვი ჰიდრო პაუერის” მიერ. “ბახვი 3 ჰესის” მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის განრხორციელება შესაძლებელი გახდა “კუსტო ჯგუფის” და “სილქ როუდ ჯგუფის” მიერ ერთობლივად მოზიდული ინვესტიციებით, რომლის ოდენობამ 13,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.