https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

იუსტიციის სამინისტრომ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

7:12; 19.12.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს – საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, საერთაშორისო და ქართული არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ქვეყნაში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო მისიებს – 2013 წლის პრიორიტეტული მიმართულებები და ამ მიმართულებებით გაწეული სამუშაობები წარუდგინა.

2013 წლის მანძილზე იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი, რომელმაც ბიძგი მისცა სასამართლო სისტემაში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებას; მომზადდა მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შედეგადაც რიგითი მოსამართლე გახდება საკუთარი ხელმძღვანელობისგან მეტად დამოუკიდებელი საქმეების გადაწყვეტისას; სასამართლოს თავმჯდომარეებს კი თავად სასამართლოს წევრი მოსამართლეები აირჩევენ.

გაუქმდა სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი და შემოღებულ იქნა უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრის შთანთქმის პრინციპი, გაფართოვდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა. მომზადდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანია, ჰუმანური და ლიბერალური გახადოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხორციელდება იურიდიული დახმარების, საპროცესო შეთანხმების, დაზარალებულის უფლებების რეფორმა.

მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზაცია, იუსტიციის მინისტრი აღარ არის ამავე დროს საპროკურორო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მთავარი პროკურატურა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ორგანოდ.

2012 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პოლიტიკას სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ. ყოფილ პატიმართა დასახმარებლად შემუშავდა სპეციალური სერვისები, გაიცა რამდენიმე გრანტი (სულ 90 000 ლარი) არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ცენტრის სერვისებით 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

იუსტიციის მინისტრმა უხელმძღვანელა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში საპრეზიდენტო უფლებამოსილების პირველი მშვიდობიანი გადაბარების პროცესში.

უმნიშვნელოვანესი საბაზისო ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, რის შედეგადაც მოხდა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დაბალანსება საკანონმდებლო დონეზე.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისათვის, იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სერვისების განვითარების სააგენტოს” ძალისხმევა ევროკომისიის ექსპერტების მიერ შეფასდა როგორც სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის შესრულებაში შთამბეჭდავი წინსვლა.

გადაისინჯა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული წესები. კანონში ჩაიდო უფრო სამართლიანი მექანიზმები როგორც გარიგების დადების მომენტისათვის, ისე აღსრულების პროცესის ეტაპისათვის.

“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ” ეტაპობრივად დაიწყო უძრავ ქონებაზე უფლებების არქივირების, შესაბამისი ელექტრონული ბაზების შექმნის, ყოფილი ტექბიუროს არქივების მოვლა-პატრონობისა და დიგიტალიზაციის რეფორმა, მუშავდება და იხვეწება საკუთრების რეგისტრაციების ერთიანი სისტემა. იუსტიციის მინისტრის დავალებით დაიწყო საოკუპაციო ზოლის სოფლებში მავთულხლართების აქეთ დარჩენილი მიწების რეგისტრაციის რთული პროცესი.

“აღსრულების ეროვნული ბიურო” საბოლოოდ გათავისუფლდა პოლიტიკური დაკვეთებისაგან. ის ორიენტირებულია კონსულტაციებისა და მედიაციის გზით მხარეთა მორიგებაზე, ადმაინებს მიეცათ შანსი გონივრული ნაბიჯები გადადგან ვალის დაფარვით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. აღსრულდა ყველა ის საქმე, რომლებიც წლების განმავლობაში ხელოვნურად ჭიანურდებოდა.

უნოტარიუსოდ დარჩენილი საქართველოს რაიონებში – თერჯოლაში, წყალტუბოში, ლენტეხში, ცაგერში, ოზურგეთში, ქარელსა და თიანეთში ნოტარიუსები დაინიშნენ. მინისტრის ბრძანებით გაიწერა სანოტარო მედიაციის წესები, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ, მარტივი საყოფაცხოვრებო პრობლემები ნოტარიუსის მეშვეობით მოაგვარონ და ამით თავი აარიდონ სასამართლო დავას. აქტიურად მიმდინარეობს ამ მხრივ ნოტარიუსების გადამზადების პროცესი.

2013 წლის თებერვლიდან საკუთარი კადრებით დაკომპლექტდა და მთელი სისრულით ამუშავდა იუსტიციის სახლები. მისი აქციით − “უფასო პირადობის მოწმობა სრულწლოვან დევნილებს” − 65 ათასმა დევნილმა ისარგებლა. საარჩევნო სიის დაზუსტებისთვის საჭირო ღონისძიებების ფარგლებში, 8 000 უფასო პირადობის მოწმობა გადაეცათ რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებსაც. წლის ბოლოს დაიწყო საახალწლო აქცია − “უფასო პირადობის მოწმობა პედაგოგებისათვის”.

“საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნებული კანონების კოდიფიცირებულ ვერსიაზე წვდომა გახდა უფასო. მაისიდან “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” ფუნქციონირება დაიწყო მთარგმნელობითმა ცენტრმა, რომელიც თარგმნის ქართულ კანონმდებლობას ინგლისურად, ხოლო ევროკავშირის დირექტივებს − ქართულ ენაზე. “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდი გახდა სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული).

სრული დატვირთვით ამუშავდა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ცენტრის მართვას ახორციელებენ ადგილობრივი კადრები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. ყვარლის ეს ფილიალი ტრენინგებს და სემინარებს, ასევე, სხავადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებს მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს.

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირთან ინტეგრაციის ორივე ინსტრუმენტის − ასოცირების შეთანხმების და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, რეალიზების კუთხით, რამაც ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

იუსტიციის სამინისტრო თანამომლაპარაკებლის სტატუსით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდში და საერთაშორისო სამართლებრივ კონსულტაციას უწევს მომლაპარაკებელთა ჯგუფს. იუსტიიცის მინისტრის მოადგილემ მეორე სამუშაო ჯგუფის (ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებები) ფარგლებში დააყენა გაეროს ადამიანის უფლებათა ტექნიკური მისიის მოწვევის საკითხი, რაც აუცილებელია კონფლიქტურ და მიმდებარე რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შეფასებისა და მათზე რეაგირებისათვის.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებისა და შესაბამისი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და მთავრობას წარუდგინა ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი, რომელიც საქართველოში ყველა ნიშნით, მათ შორის, ერთდროულად მრავალი ნიშნით, დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

17 რაიონში გაიხსნა ეროვნული არქივის ადგილობივი წარმომადგენლობა. აღდგა ოზურგეთისა და მესტიის არქივები. მოხდა დოკუმენტების დიგიტალიზაცია და ელექტრონული კატალოგების შექმნა, რითაც საარქივო დოკუმენტებზე წვდომა გაადვილდა, ხოლო დედნების დაცვის ხარისხი გაიზარდა.

იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს კორუფციასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა მთავრობის ღიაობასა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები. 2013 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად გამოითხოვონ, რისთვისაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ “მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” მიერ შექმნილ იქნა მოქალაქის პორტალი my.gov.ge. აგრეთვე, 2013 წლიდან სახელმწიფო ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას პროაქტიულად აქვეყნებენ. სამინისტროს 4 სსიპ − “მონაცემთა გაცვლის სააგენტო”, “სმართ-ლოჯიქი”, “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო” და “სერვისების განვითარების სააგენტო” − ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ორგანიზაციაა და ქვეყნის თანამედროვე მომავლის შექმნაში მონაწილეობს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15 სექტემბერი, 2026

ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდზე მთავარი თემა მავთულხლართების საკითხი იყო

უშიკიშვილი მოუწოდებს პარლამენტს, დაინტერესდეს ვინ და რატომ იყენებს პრემიერის სახელს

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო