https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

განხეთქილება “ქართული პარტიის” ლანჩხუთის ოფისში

6:07; 24.07.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ საინიციატივო ჯგუფი პარტიის დატოვებას გეგმავს და ამასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგის ჩატარება იგეგმება. მას შემდეგ, რაც დაპირისპირება-განხეთქილება პარტიის სათავო ოფისში დაიწყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა ალექსაია და საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრი ადგილობრივ ოფისს დატოვებდა. ჩვენთან საუბარში თავად ალექსაიაც არ უარყოფდა ამ ინფორმაციას: _ რა თქმა უნდა, სადაც ლევან გაჩეჩილაძე იქნება, მეც იქ გადავალ, რადგან მე მასთან ვიყავი “დაიცავი საქართველოს” ორგანიზაციაში და სწორედ ლევანის წინადადებით გადავედი “ქართულ პარტიაში, _ ამბობდა ალექსაია. სხვათა შორის, შიგა პარტიული განხეთქილების მიზეზი, შესაძლოა, საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარებიც გახლდათ _ ამის გამო, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მერაბ ქარჩავამ ლამის იყო, “საქმეც გაგვირჩია” _ კომენტარებს პარტიის წევრებს რატომ თხოვ, ყველა საკითხზე მე დამეკითხეთო. არადა, ბატონი ქარჩავას ოფისში ნახვა პრობლემა იყო და კომენტარების დროს არც თუ ენაწყლიანი გახლდათ.

დღეს მას უკვე თანაპარტიელები აუმხედრდნენ: _ ორშაბათს, საინიციატივო ჯგუფი განცხადების გაკეთებას ვაპირებთ _ ქარჩავას თავგასულობის გამო პარტიას ვტოვებთ, _ გვითხრა საინიციატივო ჯგუფის წევრმა გია ქურიძემ. მისივე თქმით, ბრიფინგის ჩატარებას პარტიის ოფისში აპირებდნენ, მაგრამ დილით, ოფისის კარზე საკეტი შეცვლილი დახვდათ.

ჩვენ სკანდალურ ბრიფინგამდე 2 დღით ადრე ეკა ალექსაიას ვესაუბრეთ:

_ ქალბატონო ეკა, ხომ არ უკავშირდება თქვენი გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ლევან გაჩეჩილაძის ღალატში დადანაშაულებას?

_ არა! ჩვენ გადაწყვეტილება ადგილობრივი ოფისი ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო მივიღეთ. მერაბ ქარჩავას ერთი ადამიანიც არ მოუყვანია პარტიაში, ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია…

_ მაგრამ ქარჩავა პარტიაში ხომ თქვენი მიყვანილია?

_ კი. ამ შეცდომას ვაღიარებ და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. ბატონი მერაბის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ნამდვილად ვერ შევეგუებოდი. მან, ფაქტობრივად, ჩაშალა პარტიული მუშაობაც. საერთოდ, არასწორად მიმაჩნია, როცა ფული ერთი ადამიანის ხელშია.

_ ამით რისი თქმა გინდათ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა თანხის მითვისებას? სხვათა შორის, ოქრუაშვილმა გაჩეჩილაძე მილიონების “შეჭმაში” დაადანაშაულა.

_ ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე რა უნდა ვთქვა? მასე მეც ვიტყვი, რომ ქარჩავამ 3 მილიონი მიითვისა, მაგრამ ამას ხომ დამტკიცება უნდა?!

_ კითხვაზე პასუხი მაინც არ გამეცით _ გექნებათ თუ არა მერაბ ქარჩავასთან ბრალდებები ფინანსებთან დაკავშირებით?

_ რა თქმა უნდა! ჩვენ გვაინტერესებს, რა თანხა ჩამოვიდა და რაში დაიხარჯა! ისიც გვითხრან, გამოგზავნილი ფული როგორ უნდა გახარჯულიყო. მარტივ მაგალითებს მოგიყვანთ: კარგად იცით, გია ქურიძემ დატოვა საკმაოდ კარგანაზღაურებიანი საჯარო სამსახური და გადმოვიდა ჩვენთან, დღეს კი ის ქუჩაში უნდა აღმოჩნდეს! რატომ? რასაც ხელისუფლებას ვედავებით, ის ოპოზიციას უნდა ვაპატიოთ?! ან, როცა დავპირდით იმ მიკროვატობუსების მძღოლებს, რომ გადავუხდიდით ჯარიმას, რომელიც პატრულმა ჩვენი მხარდამჭერების გადაყვანისთვის გამოუწერეს, რატომ არ შევასრულეთ?! ეს განცხადება ხომ სათავო ოფისმა, “ქართული პარტიის” ლიდერებმა გააკეთეს? ბატონი მერაბი ამბობს, რომ ეს ფული არ მიუღია. რატომ არ გადაუხადეს ფული ლანჩხუთელ მძღოლებს, როცა სხვებს დაუფარეს ჯარიმა? აი, ამ საკითხებზე და სხვა საკმაოდ სკანდალურ დეტალებზე გვექნება საუბარი ორშაბათს, როცა საინიციატივო ჯგუფი ბრიფინგს გამართავს.

_ თქვენ თუ ესაუბრეთ მერაბ ქარჩავას? ჩვენ მთელი დღეა ვცდილობთ მასთან დაკავშირებას და ტელეფონი გამორთული აქვს!

_ კი, გათიშული აქვს, მეც ვერ ვუკავშირდები. გუშინ ვესაუბრე ბოლოს. როგორც ჩანს, პერიოდულად რთავს მობილურს, რადგან მომდის მესიჯები. თუმცა, ვურეკავ და გათიშული აქვს.

_ რას გწერთ?

_ ამას რატომ მიკეთებთო და ა. შ. მერე თიშავს მობილურს.

_ დღეს ოფისიც დაკეტილია.

_ კი, ჩვენ დავდიოდით მაგ ოფისში, თორემ ბატონმა ქარჩავამ “სახლის ოფისი” მოიწყო. არ თვლიდა საჭიროდ, ოფისში მოსულიყო! მეტსაც გეტყვით _ კომპიუტერი, რომელიც ოფისმა გამოგვიყო, მეორე დღესვე სახლში წაიღო _ აქ რაში გვჭირდებაო? ოფისში არ არის საჭირო კომპიუტერი? მაშინ რისთვის გამოგვიყვეს, გამოეყოთ პირადად ქარჩავასთვის!

_ ოფისის საკეტიც შეუცვლია, ანუ ბრიფინგს იქ ვეღარ ჩაატარებთ!

_ ჰო, ამ დილით მივედით ოფისში და კარი ვერ გავაღეთ! საინიციატივო ჯგუფში ყველა ჩვენი ხალხია. აბა, მას ერთი კაციც არ მოუყვანია პარტიაში. გვითხრეს, რომ დილით ადრე მოსულა და საკეტზე რაღაცას აკეთებდაო. წინადღეს სათავო ოფისში რომ დავრეკე, ეს გაიგო და ამით სამაგიერო გადაგვიხადა, მაგრამ რას შეუცვალა საკეტი? ოფისში რაც არის _ მაგიდა-სკამებით დაწყებული და ფურცლით დამთავრებული, ყველაფერი ჩემი მიტანილია! ოფისიდან კომპიუტერი ჩამოგვივიდა და ისიც სახლში წაიღო! დიახ, ბრიფინგს ოფისში ვეღარ ჩავატარებთ, მაგრამ ბატონი მერაბი ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ ჟურნალისტებთან შესახვედრად ადგილს ვერ ვნახავთ.

ჩვენ ამის შემდეგაც ვცდილობდით მერაბ ქარჩავასთან დაკავშირებას, მაგრამ მას მობილური მთელი დღის მანძილზე გამორთული ჰქონდა. თუ ბატონი მერაბი მოისურვებს უპასუხოს ეკა ალექსაიას ბრალდებებს, ჩვენ მას სიამოვნებით მოვუსმენთ. თუმცა, შესაძლოა ქარჩავამ ჩვენთან ურთიერთობაზე უარი თქვას _ არცთუ დიდი ხნის წინ, მან გაზეთში გამოქვეყნებულ წერილს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.

ბოლოს ბატონი მერაბი წერილით დაგვეკონტაქტა, რომლითაც ისევ ჩვენს წერილს პასუხობს: “რა დაგიმალოთ და ნამდვილად შემიწუხებია ვიღაც-ვიღაცები ჩემი პოლიტიკაში დაბრუნებით. მე მინდა, აგრეთვე, მკითხველს მოვუთხრო “ჩემი დროშების” შესახებ, რომელსაც სხვენში ვმალავ. 1989 წლიდან ვარ ეროვნულ მოძრაობაში, 1990 წელს გავწევრიანდი “საქართველოს ჰელსინკის კავშირში”, რომლის თავმჯდომარე იყო ბატონი ზვიად გამსახურდია. 1991 წელს ამირჩიეს ქალაქის გამგებლად, 1991-92 წლებში, სახელმწიფო გადატრიალების დროს, იარაღით ხელში ვიბრძოდი კანონიერი ხელისუფლების დასაცავად. 1993 წელს, ცნობილი მოვლენების დროს, ჩემივე განცხადებით “პირადი სურვილით” ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას, რაშიც დამეთანხმება ქალბატონი დონარა ფირცხალაიშვილი, რომლის ხელითაც შევუგზავნე განცხადება იმჟამინდელ გამგებელს. თუმცა, შემეძლო დამეწერა სხვა სახის განცხადება _ ჩემი მოქალაქეთა კავშირში მიღების თაობაზე. ვრჩები უმუშევარი. თითქმის რვა წლის შემდეგ, 2000 წელს, იმ დროისთვის ქალაქის გამგებელმა, ბატონმა გიორგი გეგიაძემ მიმიყვანა მასთან სამსახურში, რიგით თანამშრომლად. მოდის ახალი არჩევნები და ქალაქის გამგებლად ირჩევენ ბატონ სოსო ბოლქვაძეს, რომელიც მტოვებს სამსახურში იგივე თანამდებობაზე. შემდგომ იწყება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგა ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერთად “იბრძოდა” ჩემი მეგობარი ბატონი ბიძინა გუჯაბიძე. მეც დაუყონებლივ ვერევი ამ მოძრაობაში, დიდი რწმენით და იმედებით. ბატონ სააკაშვილს ვიცავთ “კბილებით” შევარდნაძის აგრესიულად განწყობილი მომხრეებისგან, რომელთა უმრავლესობაც დღეს იკავებენ გარკვეულ თანამდებობებს თითქმის ყველა სტრუქტურაში. მაგრამ გაცრუვდა რწმენაც, იმედებიც და აღმოვჩნდი ისევ ოპოზიციაში. 2006 წლის კანონმდებლობით, გაუქმდა რაიონული საკრებულოები, დავრჩი ისევ ქუჩაში დღემდე. ახლა მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც გაიძახიან თურმე, რომ მე დროშებს სხვენში ვინახავ. იქნებ, დააკონკრეტოთ, რომელი პარტიის დროშებს ვინახავ?! მკითხველებთან კი თხოვნა მექნება: თქვენ გამოიტანეთ დასკვნა დროშების შესახებ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე რეგისტრაციის წინა დღეებში აღმოვჩნდი ერთ-ერთ პარტიაში, მინდა შეგისწოროთ _ არა პარტიაში, არამედ საარჩევნო პარტიულ სიაში. შეგიძლიათ მოიძიოთ და დააკონკრეტოთ იმ პარტიის სახელწოდებაც, რომლის შესახებაც თქვენ ადრეც გქონდათ ინფორმაცია. საინტერესოა, უფრო ადრე რატომ არ დაწერეთ ამის შესახებ. დიახაც, “ქართულ პარტიას” ჩემნაირი ხალხის იმედი უნდა ჰქონდეს, რომლებიც იმ ერთი სიტყვის გამოც ატეხენ განგაშს, რომელი სიტყვაც ცილს სწამებს ჩვენს პარტიას და მის წევრებსაც. დიახაც, პრესკონფერენციასაც და უფრო დიდ გამოსვლებსაც არ დავერიდებით, თუკი ვინმე ცუდად მოგვიხსენიებს. მომიტევეთ, თუ რაიმე გაწყენინეთ _ რაც არ უნდა იყოს, მართლმადიდებელი ადამიანი ვარ”.

ბატონო მერაბ, უპირველესად ერთ რჩევას მოგცემდით, თუ, რა თქმა უნდა, ამის გამოც არ გაგვინაწყენდებით _ კარგი იქნება, როცა ჟურნალისტს წერილს უგზავნით, ერთხელ მაინც გადაიკითხოთ, თორემ დარწმუნებული ვარ, უკეთ გამოხატავდით თქვენს მოსაზრებას. ამასთან, მინდა დაგამშვიდოთ _ თქვენს პოლიტიკაში მოსვლას ნამდვილად არ შევუწუხებივართ, რადგან თქვენს მეტოქეობას არ ვაპირებთ, თუნდაც ერთი უბრალო მიზეზის გამო: თქვენს მაგალითზეც კარგად ჩანს _ პარტიები და მთავრობები მიდიან და მოდიან, გაზეთები კი რჩებიან! თქვენ კითხულობთ, გამაგებინეთ, სად ვინახავ დროშებსო. ამაზე პასუხი თავად გაეცით თქვენსავე წერილში: ჯერ ეროვნულ მოძრაობასა და ზვიად გამსახურდიას გვერდით ყოფილხართ, მაგრამ არც შევარდნაძის მთავრობაში მუშაობაზე გითქვამთ უარი. თან თუ გამსახურდიას იარაღით იცავდით, მისი ხელისუფლება 1992 წლის 6 იანვარს დაამხეს და ერთი წელი რაღას უცდიდით? ან რა პროტესტია, როცა მიდიხართ და წლების შემდეგ იმავე ხელისუფლებაში ბრუნდებით? შემდეგ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა, “სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსის სახელით კენჭისყრა” და ახლა “ქართული პარტია”. ამის გამო გაჩნდა ეს ფიგურალური გამოთქმაც. დიდი გამოცანაა ისიც, თუ რა შუაშია 2006 წელს რაიონული საკრებულოების გაუქმება (არადა, დღესაც არსებობს!) თქვენს უმუშევრად დარჩენასთან, როცა ამ ორგანოს წევრი არც ყოფილხართ!

დასასრულ, ერთიც, ბატონო მერაბ _ თქვენ შეგიძლიათ, კვლავაც ატაროთ ბრიფინგები საგაზეთო პუბლიკაციების შესახებ; ჩვენ კი მოსატევებელი არაფერი გვაქვს _ მთავარია, ის ადამიანები თუ მოგიტევენ, ვინც თქვენთან ერთად პარტიაში იყვნენ და დღეს თქვენს წინააღმდეგ ბრალდებების გახმაურებას აპირებენ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"გურიას" გიგლა იმნაძე გაწვრთნის

დაპირებები ლანჩხუთში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო