მინისტრის ნათქვამმა ამ ფრაზამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო წრეებსა და ექსპერტებში. ზაქარეიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ არ არის საჭირო ამ ფრაზის ცალკე კონტექსტში განხილვა და რომ ზაქარეიშვილის ყურში მოხვედრილ ნათქვამის უკან აბსოლუტურად სხვა შინაარში ისმინება.
“ჩვენ თუ ამ ინტერვიუს გადავხედავთ და სწორედ ამ საკითხს ამოვგლიჯავთ კონტექსტიდან და თუ ზაქარეიშვილის ნათქვამ ფრაზას ცალკე ჰედლაინად გამოვიტანთ, რა თქმა უნდა ყურს ძალიან უხეშად მოხვდება, მაგრამ კონტექსტი აბსოლუტურად სხვაა. ჩვენს ხელისუფლებას არასდროს ჰქონია განცდა, რომ რუსეთი, როგორც კი სააკაშვილი წავა შეცვლის განწყობას და დამოკიდებულებას, თუმცა აშკარად ვხედავთ, რომ პუტინის მხრიდან აქვს დათმობის პოლიტიკას ადგილი. საზოგადოებაში ეს აღიქმება პოზიტიურ ნაბიჯად და ხელისუფლებაც უყურებს დადებითად, მიუხედავად იმისა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება დადებითი მოვლებაა, ამის გამო საქართველო არასდროს დათმობს თავის ტერიტორიებს. სამწუხაროა, რომ ამ ტერიტორიებზე არის რუსეთის გავლენა და რაზეც ზაქარეიშვილი საუბრობდა, არის ჩვენთვის ნათელი და ძალიან მტკივნეული”.
ზაქარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა უმცირესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხიაც და განაცხადა, რომ დღეს უკვე ზაქარეიშვილისნაირი ადამიანებიც რწმუნდებიან ოკუპირებული ტერიტორიის მარიონეტული ხელისუფლების არსებობაში.
“როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ იქ აფხაზები არაფერს არ წყვეტენ, ვამბობდით, რომ ეს რეალობაა, ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც , ახლა კი, ისეთი ადამიანიც, როგორიც არის ზაქარეიშვილი, რწმუნდება ამაში. ამიტომაც საჭიროა საერთაშორისო ჩართულობა, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება, მოხსნა რუსული ზეწოლის ამ ტერიტორიაზე, რათა იქ მცხოვრებ ხალხს მიეცეს არჩევანის საშუალება”.
მალაშხიას განცხადებით, პუტინის განუხორციელებელი ოცნებაა საბჭოთა კავშირის აღდგენა, ამ ოცნებას კი სწორედ ეს მარიონეტული მტავრობები ახმოვანებენ. უმცირესობის წარმომადგენელი მიიჩნევს,რომ ამ ხელისუფლებას მინიმუმ ორი წელი მაინც დასჭირდა, რომ მისულიყო ჩვენს საწყის მდგომარეობამდე.
“ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს კონკრეტული ქმედებები. ამას ჰყავს თავისი ლიდერი და ეს არის პუტინი, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არის გეოპოლიტიკური კატასტროფა. საჭიროა სხვა მმართულებით მოქმედება, რათა დადგეს საქართველოსთვის სასურველი შედეგი”.