“მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო. ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე, ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია. ასევე გვინდა საჰაერო ნავიგაციის განცხადებას გამოვეხმაურით. ეს უწყება ცრუობს, რადგან შესაბამის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათ ეს მერიის დაშანტაჟების მიზნით, შეგნებულად ჩაიდინეს. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას და მედიას შესაბამისი ექსპერიმერნტის მოწყობას ვთავაზობთ, რითიც დადასტურდება, რომ საჰაერო ნავიგაციის შუქურას ანძის განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, _ ნათქვამია განცხადებაში.