უცხო სოფელში დააღამდა გურულს. წვიმს და თან მშიერია. დაიძახა ჭიშკართან, ქალი გადმოდგა აივანზე. აუხსნა გურულმა _ მცივა, მწყურია და იმფერი მშიერი ვარ, ღამე სად გავათიო, არ ვიციო.
შორს დაიჭირა ქალმა _ ქვრივი ვარ, ვერ ჩამოგიშვებ სოფელი გამლანძღავსო.
_ მაშინ გავშრებიო, _ გურულმა.
_ არაო, _ ქალმა.
_ მჭადი მაჭამეო და არ მაქვსო; წყალი დამალევინეო და არ მომიტანიაო…
_ ლომი თუ გაქვთ, ქალბატონო? _ ჰკითხა ბოლოს გურულმა.
_ ლომი რად გინდაო, _ გაუკვირდა ქალს.
_ რა და მოთხარე აი ჭიშკარი, მოსახლე არ ეგონო ვინმესო, _ დაარიგა გურულმა.
კახელი სტუმრად არის გურიაში, სუფრიდან ადგება და მასპინძელს ეკითხება:
_ ჯო, აქ ტუალეტი სადა გააქვთ?
_ ეზოს ბოლოში, ძამა…
ეზო საკმაოდ გრძელია, წავა ეს კახელი, მაგრამ გზა ეშორა, იქვე ღობეს მიადგება და აჟუჟუნებს.
ჩამოუვლის ყაზილარი:
_ გამარჯობა, ბიძია.
კახელი არ პასუხობს.
_ გამარჯობა, ბიძია შენი.
კახელი ისევ არ პასუხობს.
_ გამარჯობა, ბიძია…
_ ჯო, ვერა ხედავ “კ..უ” მიჭირავს ხელში, დამანებე თავი და გაიარე რააა…
_ ხელში გიჭირავს, ბიძია, პირში ხომ არა, მითხარი ზდილობიანად გამარჯობა და გევიარ, აპა რას ვიზამ!
გურული ყანას თოხნის, დაიღლება, ჩამოჯდება, ამოიღებს სიგარტეს და კითხულობს: “მოწევა კლავს”. დანანებით იტყვის, _ ეჰ, ძამა, ამფერს თოხის ტარზე არიკაცი კი არ მიაწერსო.
გურულმა გახსნა სილამაზის სალონი და დაარქვა: “შემეიხედე, რას გავხარ!..”
გურული ნადირობს ნაკრძალში, დეინახავს ირემს, გადმოიღებს ფიშტოს და ძეძგვებს ამ ირემს და ქი მოკლავს. გადეიგდებს მხარზე და მიაჩაქჩაქებს სახლში. გზაზე გადუუდგებიენ წინ ტყის მცველები, _ რაია აი, ირემი მოკალი ნაკრძალშიო?
გურული მეიხედავს მხარზე და იტყვის: _ ვამე ნენა, აი ირემი როის შემომახტა მხარზეეეო?!
კახელს ჰკითხეს: _ რა განათლება გაქვს მიღებულიო და სამჯერ ვარ გურიაში ნამყოფიო.
გურულს უკვირს:
_ რამხელა გაზრდილა აი ნოდარიეს ყაზილარი: ორშაბათს რომ წამეიკრას ფეხი, სამშაბათს წაიქცევა.
გურულ ქალს ეუბნებიან, “ნაბეღლავი” დალიე, არ გინდა?
_ არა, მაი გაზიანია, მბერავს და მერე ჩემი ქმარი ეჭვიანობსო.