https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოსო ჯაჭვლიანის „ფირალად“ გავარდნა

11:38; 25.12.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგი სახალისო ისტორიები უნდა წარმოგიდგინოთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ჯემალ ღაღანიძე იქნება, რომელიც ერთ თბილისურ „კარგ“ ამბავს გაიხსენებს.

„უბნის ინსპექტორი გვყავდა. მართლაც, კოლორიტი. მას ყველა იცნობდა, პატივს სცემდა და თუ რამე გაუგებრობა ხდებოდა უბანში, იქ იყო დარჭობილი.

ერთ დღესაც მეზობელი ქალები წაეკიდნენ ერთმანეთს ქათმის გამო. ერთი ამბობდა ჩემიაო, მეორე თავს იგიჟებდა, შენი კი არა, ჩემიაო. მოკლედ, სანამ ერთმანეთს გაწეწავდნენ, უბნის ინსპექტორი ჩააბეს საქმეში. ისიც მოვიდა, სრული სერიოზულობით გაეცნო ქათმის გამო ატეხილი დავის სიტუაციას და განაცხადა: არსად არ წავალ, ეზოში დავჯდები, გამოუშვით ის ქათამი და რომ მოსაღამოვდება და ჩამობნელდება, ვისკენაც წავა, მისი იქნებაო. არადა, ერთი ცხოვრობდა მესამე სართულზე, მეორე კიდევ – პირველზე. გადაირია მესამე სართულზე მცხოვრები: კაცო, გეუბნები, ჩემია ეს ქათამი და მესამე სართულზე სანამ ლიფტით არ ამოვა, მანამდე არ დამიჯერებ? ხელით ჩამომყავს ყოველ დილით და მერე, საღამოს უკანვე ამყავს, ბინის მისამართს და სართულს ხომ ვერ დავაზეპირებინებო. ინსპექტორი თავისას „უბერავდა“: კაცო, ქათამმა თავისი ბინა იცის და რომ მობინდდება, თავის სახლს აუცილებლად მიაგნებს, რას მასწავლით, უმისამართო ხომ არ იქნებაო.

მოკლედ, დაჯდა შუა ეზოში ინსპექტორი, ამოიღო კალამი და ფურცელი და საითკენაც ქათამი წავიდოდა, მიმართულებებს გულისყურით ინიშნავდა. შებინდდა. ქათამმა იარა, იარა და ზუსტად იმ სადარბაზომდე მივიდა და გაჩერდა, სადაც მესამე სართულზე მისი პატრონი ეგულებოდა. გაირკვა, რომ ეს ქათამი მისი იყო. მივარდა ის ქალი უბნის ინსპექტორს, უხდის მადლობებს, არის ერთ ამბავში და უცებ, ინსპექტორი ეუბნება: ქალბატონო, საქმე კი გახსნილია, მაგრამ, ამას დასველება ხომ უნდა, მთელი დღეა, აქ ვყურყუტებ, დაკალით ეს ქათამი და აღვნიშნოთო. გადაირია ის ქალი: რა უნდა დავკლა კაცო, ხომ არ გაგიჟებულხარ? ამ ქათმის გამო კინაღამ მეზობლის ქალი დავკალი და რაებს როშავო.

მოკლედ, მეზობლებმა გაუშალეს სუფრა უბნის ინსპექტორს, აქეიფეს კარგად და სუფრის თავში, თამადის ადგილას, სწორედ ის ქათამი იჯდა, რომლის გამოც ატყდა მთელი ამბავი. ასეთი რამ მარტო თბილისში თუ მოხდება, თორემ სხვაგან მსგავსს მოიფიქრებენ?“

ბატონი ჯემალისგან ესტაფეტას გია კობახიძესთან გადავალ. ექიმი, მომღერალი, პოეტი, ნაღდი თბილისელი, კოლორიტი და, უბრალოდ, კარგი ადამიანი – ასე მოიხსენიებენ გია კობახიძეს მეგობრები.

„ერთხელ მე და დათო გოგიაშვილი მეგობართან ვიყავით. წავუქეიფეთ და იქ დავრჩით. ზამთარი იყო, ციოდა. დილით, გავიხედეთ, მეზობლის კაცი შემოვარდა და ამ ჩვენს მეგობარს დაადგა თავზე: ადექი, ბიჭო, არაყი დამალევინეო.

დათო გაგიჟდა და აღშფოთება ვერ დამალა: რა არის, შე მამაცხონებულო, ამ დილაადრიან არყის სმა ვის გაუგიაო. იმანაც დინჯად უპასუხა: რა არის, იცი, ჩემო კარგო? ახლა ზამთარია და, შესაბამისად, მოკლე დღეა, ამიტომ დალევა დილიდან უნდა დაიწყო კაცმა, რომ საღამოსთვის შეზარხოშებული იყო. მეც ამიტომ ვიწყებ დილით სმას, რომ დროში ჩავეტიოო“.

ერთხელაც გია კობახიძეს სტომატოლოგიურ კაბინეტში ერთი უჩვეულო პაციენტი ეწვია.

„სტომატოლოგი გახლავართ და ერთი ხნიერი, სიმპათიური კაცი მოვიდა ჩემთან კბილების გასაკეთებლად. თურმე, თავის დროზე, უშიშროების სამსახურში მუშაობდა და პოლკოვნიკის წოდებაც ჰქონდა.

დაჯდა სტომატოლოგიურ სკამზე და დააღო პირი. საკმაოდ დიდხანს მომიწია მუშაობა და იჯდა ასე, მორჩილად. როგორც იქნა, დავასრულე მუშაობა და, რომ ვუთხარი, პირი დახურეთ-მეთქი, სიცილი აუვარდა. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მიპასუხა: რა მოხდა და, მთელი ცხოვრება ჩეკისტი ვარ და ახლა მივხვდი, თურმე, ერთადერთ ადგილას ეპატიება ჩეკისტს პირღიობა. კბილის ექიმის სავარძელშიო“.

ალბათ დროა თბილისის ერთ-ერთი მშვენება, ბატონი გიზო ნიშნიანიძე გავიხსენოთ.

ერთ დღეს გიზო ნიშნიანიძემ დაურეკა თავის მეგობარ ომან ომანიძეს, რომელსაც ცოტა ფეხები სტკიოდა და სახლიდან გამოსვლას ერიდებოდა და უთხრა: საქეიფოდ მივდივართ ბიჭები, ომან და, გელოდებით, წამოდიო. ომანი შეწუხდა: გიზო, ჩემო საყვარელო, კი წამოვალ, გულით მინდა თქვენთან ქეიფი, მაგრამ, ფეხები მტკივა და, ამიტომ, სახლში დავრჩე, მირჩევნიაო. გიზო გადაირია: თუ ქეიფი და ჩვენთან ყოფნა გინდა, ფეხებზე დაიკიდე ფეხები და წამოდი, რა პრობლემააო.

ომან ომანიძეს ფეხები სტკიოდა, ბატონი ტარიელ ჭანტურიას მეუღლეს კი წნევები აწუხებდა. ის პერიოდია, როცა შუქი ხშირად ქრებოდა. ერთ დღესაც, შეუძლოდ იყო და ნევროლოგიის ინსტიტუტში წაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ შუქი არ იყო, შესაბამისად, ლიფტი არ მუშაობდა და ფეხით აუყვნენ კიბეებს. უცებ ქალბატონი ციალა გაჩერდა და ტარიელს შესჩივლა: ვაიმე, ტარიელ, თავბრუ დამეხვაო. ტარიელმა ხელი შეაშველა და დაამშვიდა: ნუ გეშინია, ციალა, ეს, ეტყობა, წარმატებისგანააო.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ნუგზარ კვაშალი იქნება.

„ერთი ინსპექტორი იყო, რომელზეც ისტორიები დადიოდა. ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და მასთან არც კაცური სიტყვა ჭრიდა და არც ფული. მის ხსენებაზე მძღოლებს კანკალი ეწყებოდათ. მისი სახელი და გვარი კი მქონდა გაგებული, მაგრამ, სახეზე არ ვიცნობდი.

ერთხელ, მოვდივართ „ივერიის“ ბიჭები სამი მანქანით, მაგრად ნაქეიფრები. გავიხედეთ, არ გაგვაჩერა სამივე?! მოგვიახლოვდა, და „ჩესტი“ რომ აგვიღო და სახელი და გვარი გვითხრა, დაგვცხა. მივხვდით, მაგარ შარში გავყავით თავი. ხმას არ ვიღებთ. გვიყურა, გვიყურა და ბოლოს გვითხრა, გადმოდით მანქანებიდანო. ვიფიქრეთ, მოდი ანსამბლი „ივერია“ ვუხსენოთ და იქნება გაგვიშვასო. ეს რომ ვუთხარით, წარბები შეყარა: მე სახლში ტელევიზორი არ მაქვს და არ ვიცი, რა არის ეგ თქვენი „ივერია“, არ მაინტერესებს, გადმოდით მანქანიდანო. მივხვდით, არაფერი გაჭრიდა და გადმოვედით. ვდგავართ დამნაშავეებივით.

მანქანა გამოიძახა, ჩაგვსხა შიგ და სადღაც წაგვიყვანა. ვიფიქრეთ, რას შვრება ეს კაცი, ნასვამობაზე, ყველას როგორ გვიჭერსო. გავიხედეთ და…  მივედით ერთ ადგილას და სუფრა არაა გაშლილი ოცდაათ კაცზე?! ერთმანეთს გადავხედეთ. გაეცინა იმ ინსპექტორს: მართლა დაიჯერეთ, რომ ვერ გიცანით? მე თქვენთვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. ვიცი, ჩემზე ბევრი ცუდი გაქვთ მოსმენილი, ყველასთვის კეთილი და პატიოსანი ხომ ვერ ვიქნები და, ახლა რომ გაქეიფებთ კარგად და „დაგსჯით“ სუფრით, მერე რას იტყვით ჩემზე, მაგასაც გავიგებო“.

ერთხელაც „ივერია“ გასტროლებზე იტალიაში გაემგზავრა. სიტყვას კვლავ ბატონ ნუგზარს გადავცემ.

„იტალიაში ვიყავი გასტროლებზე. ჩემს ცოლს იქიდან ჩამოვუტანე ძალიან ლამაზი „ზამშის“ ფეხსაცმელი – ასი დოლარი მივეცი და კომუნისტების დროს ეს დიდი ფული იყო. ისე მოსწონდა ჩემს მეუღლეს ეს ფეხსაცმელი, შვილივით უფრთხილდებოდა.

ერთ დღესაც, მეგობრები ცოლებთან ერთად წავედით რესტორანში. თამადა ვიყავი და, რომ შევქეიფიანდი, ავიტეხე, გინდა თუ არა, ჩემი ცოლის ფეხსაცმლიდან უნდა დავლიო შამპანური-მეთქი. გავხადე ფეხსაცმელი, ჩავასხი შამპანური, უნდა მოვიყუდო და ვხედავ, არ დაიკუჭა ცხრამეტი ათას შვიდას ოცდარვა ნაოჭად? გადამერია ცოლი. ეს რა მიქენი, თავი მომქონდა, მეგონა, პირველი ქალი ვიყავი, ეს რომ მეცვა, თუ ასე გინდოდა, რაღას ჩამოგქონდაო.

ცალფეხასავით მივიყვანე სახლში. მთელი გზა მლანძღავდა და მაგინებდა: შე ასეთო და შე ისეთო, რომ გეუბნები, ნუ სვამ, ხომ ხედავ, სასმელმა ფეხსაცმელს რა უქნა და, რომ დაგიღია ეგ პირი და სვამ და სვამ, შენს მუცელს რაღას უზამსო“.

დღევანდელ მოგონებებს სპორტსმენი, მსახიობი და ამავდროულად, ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი დაასრულებს. გაგიკვირდებათ და ახალგაზრდობაში საქართველოს პარლამენტის მომავალი წევრი თურმე სვანეთის ტყეებში „ფირალად“ გავარდნილა.

„მერვე კლასში მასწავლებელმა ექსკურსია ჩაგვიშალა. ავიყოლიე ჩემი ერთუჯრედიანი თანაკლასელები და უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველი გეგმა შევიმუშავეთ.

ჭირში თუ არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, ლხინის სუფრასთან ყველა ნაძირალას შეუძლია ძმობა-მეთქი, გამოვაცხადე. მართალი ხარო, მითხრეს. ავიღე საკონტროლო წერისთვის განკუთვნილი თორმეტფურცლიანი რვეული, რადგან ამ საქმისთვის აღარ დამჭირდებოდა და მომავალ „ყაჩაღთა“ სია ჩამოვწერე. ათნი შევგროვდით. აქვე უნდა აღგვენიშნა, ვინ რას წამოიღებდა სახლიდან „ფირალური“ ცხოვრებისთვის. ტვილდიანმა ჩამაწერინა, ძვირფასი ყავის სერვიზი, ორი კონიაკი და ექვსი ცალი შამპანურის ფუჟერი. კარგია-მეთქი, – შევაქე, თუ გაგვიჭირდა, გავყიდდით. მე ერთი ყულაბა ხურდა ფულს წამოვიღებო – თავი გამოიდო ქალდანმა. ეს უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებად ჩავთვალე და წითელი კალმით ჩავუწერე პლუსი.

ლეო ნაკანმა ორი სულგუნი და ხუთი პური ჩამაწერინა. რა ვქნათ, ალბათ, არ აქვს მეტის საშუალება, ხომ არ დავახრჩობთო, – ვთქვით. ნაკანის შეღავათით წახალისებულმა გულედანმა თქვა, მე თოკს წამოვიღებო. შენი ცარიელი თოკიც-მეთქი…  – და სიძუნწის გამო არ მივიღე „ყაჩაღთა“ რიგებში.

-ვინეტუ ინ ჩუჩუ! (მივდივართ ყაჩაღად)! – გავეცი ბრძანება და გავიშალეთ ტყეში. გულედანმა მდევარი დაგვადევნა.

მთელი მესტია ანთებული ჩირაღდნებით გვეძებდა ჩვენს მშობლებთან და ნათესავებთან ერთად. ნაკანის მამა, თურმე, ნაკლებად ნერვიულობდა – ორი სულგუნისთვის თავს ხომ არ მოვიკლავო.

მიმათრიეს სახლში. – აი, აი, აი! – მემუქრება მამაჩემი, – მოგკლავ, იერჟი ლუთხიმ (შე მწვანეთავიანო).

როგორც იდეის ავტორს, ყველაზე მეტი მე მხვდებოდა ყოველთვის და მაინც მოხეტიალე რაინდი დონ-კიხოტივით მთელი სიცოცხლე „შესანიშნავი ფათერაკები“ მენატრებოდა“.

[sexy_author_bio]

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

ლანჩხუთში სადღესასწაულო დღეებში ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილი

22:37; 11.12.2025
ზაფრანი

ორი ყველაზე ამოუცნობი ზოდიაქოს ნიშანი

22:29; 11.12.2025
სამართალი

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

19:23; 11.12.2025
პოლიტიკა

ფრიდონ ინჯიას პარტია ოზურგეთის საკრებულოში ფრაქციას ქმნის

19:12; 11.12.2025
პოლიტიკა

2 430 876 ლარის ღირებულების ხიდი ჩოხატაურში, რომლის გახსნაც არ გაშუქდა

19:02; 11.12.2025
საზოგადოება

ვის გადაეცემა საახალწლო ნობათი

18:45; 11.12.2025
საზოგადოება

სკოლების მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა

18:18; 11.12.2025
სამართალი

პროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17:35; 11.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 11.12.2025
ფინანსები

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

17:09; 11.12.2025
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

16:55; 11.12.2025
სამართალი

საკადრო ცვლილებები შსს-ში – ვინ სად დაინიშნა

16:29; 11.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ წერტილი დაუსვა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას”

16:22; 11.12.2025
საზოგადოება

გადატანის შემდეგ ტოვებს თუ არა “ღორის გრიპი” იმუნიტეტს?

16:12; 11.12.2025
საზოგადოება

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა

16:02; 11.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო