გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენლარიან ბანკნოტს-მონეტას აყალბებდნენ ყველაზე მეტად

    სოზარ სუბარი: “მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია _ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს”

    მარია ზახაროვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებზე საუბრობს

    ტურები ანტალიაში ყველაზე იაფად

    რა გამოავლინა “სახალხო კონტროლმა” ჩოხატაურში

    “დიდთოვლობის შედეგად გურიაში დამდგარი შედეგის შერბილება შეიძლებოდა”- რუსუდან სიმონიძე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

    “მიწაზე დამაგდეს, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო”

    „არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ივანიშვილი, თავისი მანერებით და ქმედებებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს”- სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

    როდის დაიწყება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

    ჩვენი პატარა ვირტუოზი, დათუნა გაბადაძე გაზაფხულის შემობრძანებას გვილოცავს

    სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

    რამდენად შეიძენთ ევროს და დოლარს შაბათ-კვირას

  • მსოფლიო

    პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    “ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი

    „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) იშლება

    “დრო არ იცდის”- გერმანია რუსეთს აფრთხილებს

    თალიბანმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალა

    “დანამდვილებით ვიცით”- პოლონეთი რუსეთს სავაჭრო ცენტრის გადაწვაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენლარიან ბანკნოტს-მონეტას აყალბებდნენ ყველაზე მეტად

    სოზარ სუბარი: “მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია _ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს”

    მარია ზახაროვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებზე საუბრობს

    ტურები ანტალიაში ყველაზე იაფად

    რა გამოავლინა “სახალხო კონტროლმა” ჩოხატაურში

    “დიდთოვლობის შედეგად გურიაში დამდგარი შედეგის შერბილება შეიძლებოდა”- რუსუდან სიმონიძე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

    “მიწაზე დამაგდეს, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო”

    „არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ივანიშვილი, თავისი მანერებით და ქმედებებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს”- სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

    როდის დაიწყება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

    ჩვენი პატარა ვირტუოზი, დათუნა გაბადაძე გაზაფხულის შემობრძანებას გვილოცავს

    სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

    რამდენად შეიძენთ ევროს და დოლარს შაბათ-კვირას

  • მსოფლიო

    პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    “ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი

    „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) იშლება

    “დრო არ იცდის”- გერმანია რუსეთს აფრთხილებს

    თალიბანმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალა

    “დანამდვილებით ვიცით”- პოლონეთი რუსეთს სავაჭრო ცენტრის გადაწვაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული საახალწლო ისტორიები

23:00; 1.01.2022
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ საახალწლო სახალისო მოგონებებში სიტყვას ორ „მხიარულ“ ადამიანს გადავცემ, რომლებიც რამდენიმე „საახალწლო ისტორიას“ გაიხსენებენ.

რამდენიმე წლის წინ მომღერალს, მუსიკოსსა და იუმორისტ ხვიჩა მაღლაკელიძეს „მძიმე ახალი წელი“ გაუთენდა. ბატონი ხვიჩა ამ „შემთხვევას“ დღეს ერთგვარი ირონიით იხსენებს, თუმცა მაშინ საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა.

„იმ ახალ წელს რა დამავიწყებს! – შევხვდით მე და ჩემი ცოლი ერთად, ტკბილად ახალ წელს და გამოვეწყვე, სამუშაოდ წასასვლელად, რომ ღამით დამეკრა.

ჩემმა მეუღლემ იფიქრა, გავაცილებო და კარებამდე გამყვა. უცბად, გამახსენდა, რომ რაღაც დამრჩა, შემოვბრუნდი, ჩემმა ცოლმა მოხურა კარი და არ მომაყოლა მარცხენა ხელის თითები? თან, ის იქიდან აწვება და ამბობს: არ იკეტება, რა დაემართაო და მე გარედან ვღნავი. ბოლოს, ტკივილისგან ჩავიკეცე. ისე გავმწარდი, ჩემი კივილი ცას ხევდა და მეზობლებს ეგონათ, ისე მიხაროდა ახალი წელი, რომ ასე, კივილ-წივილით გამოვხატავდი.

არადა, სად მქონდა დაკვრის თავი, მაგრამ სამუშაოს ფული წინასწარ, უკვე აღებული და შეჭმული მქონდა. რომ არ წავსულიყავი დასაკრავად, ვინ მაპატიებდა? აფთიაქში ვიყიდე გასაყინი ხსნარი, დავისხამდი, გავიყუჩებდი და თან, ვუკრავდი. სისხლიც ვერ შევიჩერე. ვისთვისაც ვუკრავდი, იმათ სულ არ აინტერესებდათ ჩემი ტკივილი. ასე, გასისხლიანებული და თვალცრემლიანი ვიღიმოდი. სამი თვე ვიწვალე, სანამ ახალი ფრჩხილი არ წამოვიდა.

აი, ის ახალი წელი, სულ მემახსოვრება, ჩემი ცოლის წყალობით. თუმცა, ყოველი ახალი წლის დადგომა ძალიან მახარებს. რომ გადავხედავ ჩემს ოჯახს, შვილებს, ნამატს, ახალ მეგობრებს, ნაცნობებს, გული სიხარულით მევსება და სულ კარგის მოლოდინში ვარ“.

„იუმორინას“ უცვლელ მონაწილეს თოვლის ბაბუის როლი არაერთხელ „შეუსრულებია“.

„მახსოვს, ბაღში ზეიმი გვქონდა და დიდი ამბით ველოდებოდი თოვლის ბაბუის გამოჩენას. გავიხედე, ოთახში დგას კაცი, თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი და იწებებს თეთრ ულვაშსა და წვერს. აი, იქ დამთავრდა და დაიმსხვრა თოვლის ბაბუის არსებობის ოცნებები ჩემთვის. მივხვდი, ყალბი იყო. ასე რომ, „თოვლის ბაბუა მოვა და კანფეტებს მომიტანს“, ჩემთვის არასდროს ყოფილა. ეს სიხარული არასდროს განმიცდია. არ დამავიწყდება, ის თოვლის ბაბუა რომ შემოვიდა ზეიმზე, გულგრილად შევხედე და საჩუქარიც ნაძალადევად გამოვართვი.

თუმცა,  თავად, ბევრჯერ ვყოფილვარ თოვლის ბაბუა. ტრადიციად მქონდა, ოჯახში შევხვედროდი ახალ წელს. მერე გადამეცვა ფორმა და გუდით ხელში გამოვცხადებოდი ოჯახის წევრებს. ბავშვს, ამით ერთგვარ გამოცდას ვუწყობდი. ბოხი ხმით ვეკითხებოდი: აბა, როგორ იქცეოდი მთელი წელი, რა გააფუჭე, ხომ აღარ გააბრაზებ მშობლებს, რამდენი ლექსი და ზღაპარი ისწავლე და ასე შემდეგ. ისიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა, ვერ მცნობდა. პირობას დებდა, რომ კარგად მოიქცეოდა და გაფაციცებით ელოდებოდა საჩუქარს. მეორე ბავშვი რომ მეყოლა და დადგა ახალი წელი, ისევ გამოვეწყვე და ვეახლე უფროს შვილს. დავუწყე დაკითხვა, შევედი „ობრაზში” და უცბად, მეორე ბავშვმა ატეხა ტირილი. სულ დამავიწყდა ჩემი როლი და ჩემს ხმაზე მივეფერე: რა იყო, მამიტო, რატომ ტირი, სენ მოგიკდი-მეთქი და, აი, აქ დასრულდა, ჩემი თოვლის ბაბუობა. იცით, როგორი მზერით გამომხედა უფროსმა შვილმა? არჩევნების მერე რომ აქვს ხალხს, მოტყუებული მზერა! მაშინ მივხვდი, როგორც ჩურჩხელისგან არ გამოვა სალამური, ისე ჩემგან არ დადგება თოვლის ბაბუა! სულ ვხუმრობ, ახალი წელი, ჩემთვის არჩევნებთან ასოცირდება, სულ კარგს ველი და არ მოდის-მეთქი“.

თოვლის ბაბუასთან „ახლო“ ურთიერთობა პაროდისტ დათო როსტომაშვილსაც გააჩნია.

„სკოლაში ვსწავლობდი და „თოვლის პაპას“ ფორმა მქონდა. იმ დროს ეს ძალიან დიდი რამე იყო. თეატრის გარდერობიდან ვითხოვე და ახალ წლებზე ჩემთან იყო.

მივადექით ბიოლოგიის მასწავლებელს სახლში, ახლა მისი შვილი ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ, მაშინ არ ვიყავით ნათელ-მირონები. მეუღლემ გამიღო კარი. ჩვენ არ გამოგვიძახებია თოვლის ბაბუაო. მე ვუთხარი, თქვენ არ გამოგიძახებიათ, მაგრამ, მე მოვედი-მეთქი. შევედი, დავლიეთ. შვილი ჰყავდათ ჯარში და, იმ წელს გამოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ნაადრევად დააბრუნეს სახლში. გადარეული იყო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი – კარგი ფეხი გაქვსო და იმის მერე ხუთიანები არ მოუშორებია ჩემთვის.

იქედან რომ წამოვედი, ისეთი მთვრალი ვიყავი, კიბეებს ვითვლიდი, ხომ არ მერევა-მეთქი. პირველ სართულზე რომ ჩამოვედი, კაცი გამოვიდა და მეუბნება: ვაიმე, შენ გენაცვალე, ბავშვი მყავს ცუდად და თოვლის ბაბუას ითხოვს, გეხვეწები, შემოდიო. დიდი სათამაშო მანქანა გამოიტანა სახლიდან, ვითომ შენ მოიტანეო. 40 გრადუსი აქვს სიცხე და გვიშველეო – ნამდვილ ამბავს გიყვებით.

შევედი მთვრალი, ძლივს ვიკავებ თავს, ბავშვმა რომ დამინახა, წამოხტა და ჩამეხუტა გულში. სამი-ოთხი წუთი არ იყო გასული, სიცხე გაუზომეს და აღარ ჰქონდა – სასწაული იყო. ბავშვი ემოციაა და, ნატვრა რომ შეუსრულდა, კარგად გახდა. მამამისი, თურმე, იმიტომ გამოსულა ქუჩაში, რომ საჩუქარი თვითონ შემოეტანა და ეთქვა, თოვლის ბაბუამ თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა და სხვას გამოატანაო. გამოვიდა და, მართლა არ იპოვა თოვლის ბაბუა?!“

დღევანდელი საახალწლო „მოგონებების“ დასასრულს შორეულ მოსკოვში გადაგიყვანთ და თავის დროზე თბილისელი კოლორიტი კიმი ალიაშვილის ერთ „თავგადასავალს“ გაგაცნობთ.

„სოიუზტორგრეკლამაში“, რომელიც მოსკოვს ექვემდებარებოდა, კიმი სარეკლამო განყოფილების გამგედ მუშაობდა. ახალი წლის დღეებში ნაყინის რეკლამა უნდა გადაეღოთ. დაურეკა შვილს, კახას სასწრაფოდ აიღე ბილეთი და მოსკოვში ჩამოდიო. ისიც ჩავიდა. წაუკითხა მამამ სცენარი და უთხრა, ამ როლში შენ უნდა გადაგიღო და, აბა, შენ იცი, თავი არ მომჭრა, არ შემარცხვინოო.

არადა, სცენარი ასეთი შინაარსის იყო: გაყინულ ტბაზე ჭრილია გაკეთებული, „მორჟები“ ჩადიან წყალში, ყვინთავენ, ცურავენ, მერე ამოდიან და სიამოვნებით მიირთმევენ ნაყინს. ანუ, ამ რეკლამის არსი ის იყო, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა, ნაყინის ჭამა ზამთარშიც სიამოვნებით შეიძლება და, თანაც, სასარგებლოაო. გადარეულა მისი შვილი – 27-გრადუსიან ყინვაში ნაყინის ჭამა და ყინულიან წყალში ყვინთვა როგორი საქმეა?! მამას უარი ვერ უთხრა და, მისივე რეკომენდაციით, წინასწარ შესაგუებლად, ყოველ დილით 7 საათზე უნდა მიეღო ცივი წყლის შხაპი. დაიწყო კახამ მზადება. თან, აბაზანის კარი ღია უნდა ჰქონოდა, რომ მამას შეემოწმებინა, მართლა ცივი წყლით იბანდა თუ ატყუებდა.

ერთი კვირის შემდეგ დაინიშნა გადაღებები. წავიდნენ გაყინულ ტბაზე, იქვე ქოხი იდგა, სადაც ტრენაჟორები იდგა და „მორჟები“ ვარჯიშობდნენ. გადაკრავდნენ 100 გრამ არაყს „მორჟები“, ქუდს დაიხურავდნენ და ხტებოდნენ წყალში.

კიმის შვილმა კი არც არაყი დალია, არც ქუდი დაიხურა, ისე გავარდა და გადახტა გაყინულ წყალში. გაგიჟდნენ რუსები, დააჭყიტეს თვალები. გაცურა, გამოცურა, ჩაყვინთა კახამ, მერე ამოხტა წყლიდან, გაიქცა ნაყინის გამყიდველ რუს ქალთან, გამოართავა ორი ნაყინი და ბედნიერი სახით დაიწყო კბეჩა. მოკლედ, რეკლამა ორ დუბლში გადაიღეს.

მაგრამ, მერე ატყდა ამბავი, თუ ატყდა: თურმე, გადაღებების დროს, როცა კიმის შვილი გაყინულ წყალში ჩახტა, მამას გულმა ვეღარ გაუძლო და შვილის მხარდასაჭერად ისიც გადახტა წყალში. მაგრამ, ცურვა არ სცოდნია და სადაც ჭრილი იყო, იქ ვეღარ ამოყვინთა. ატყდა ერთი ამბავი არიქა, კიმი დაიხრჩოო. ჩახტნენ „მორჟები“ წყალში და, როგორც იქნა, ამოიყვანეს წყლიდან. საკუთარი შვილის მხარდაჭერის გამო, კიმი კინაღამ იმ ტბაში გაიყინა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რუსები ქართველი მამა-შვილის გმირობის ამ ამბავს დიდხანს იხსენებდნენ“.

[sexy_author_bio]

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

საბავშვო ევროვიზია თბილისში ჩატარდება

19:58; 13 მაისი, 2025
კულტურა

მსახიობი იზა ბოჭოიძე გარდაიცვალა

19:35; 2 მაისი, 2025
კულტურა

ვის უნდა ეთამაშა შტირლიცის როლი

10:39; 28 აპრილი, 2025
კულტურა

შემთხვევა კინოსტუდიაში

10:36; 28 აპრილი, 2025
კულტურა

ვის უნდა ეთამაშა შტირლიცის როლი

15:03; 27 აპრილი, 2025

"სალომე ზურაბიშვილის მიმართვით, ყბა ჩამომივარდა და ჯერაც ვერ გავისწორე" _ ნიკა გვარამია

ამერიკული მისაბაძი საახალწლო წესი

ყველა სიახლე

საზოგადოება

„შუახევის წყალში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები“

21:57; 13.05.2025
კულტურა

საბავშვო ევროვიზია თბილისში ჩატარდება

19:58; 13.05.2025
საზოგადოება

ცხინვალის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს

19:24; 13.05.2025
პოლიტიკა

პარლამენტმა „წიაღის შესახებ” კანონში ცვლილება მიიღო

19:06; 13.05.2025
პოლიტიკა

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

18:45; 13.05.2025
პოლიტიკა

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

18:18; 13.05.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

17:37; 13.05.2025
პოლიტიკა

“გამოუშვით ეს ადამიანები!”- გიორგი კვირიკაშვილი

17:25; 13.05.2025
ფინანსები

გიორგი ლიპარიშვილი- მასწავლებელი, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება

17:12; 13.05.2025
პოლიტიკა

“სასჯელის ახალი სახე”- შსს-ს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მხარი დაუჭრა

16:58; 13.05.2025
საზოგადოება

საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურაში

16:45; 13.05.2025
ფინანსები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:31; 13.05.2025
ფინანსები

განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები საქართველოს ბანკის მობილბანკში

16:10; 13.05.2025
საზოგადოება

რა შეიცვალა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში

15:32; 13.05.2025
ფინანსები

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული თავგადასავლების სტუმარი სალომე ბენიძეა – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14:55; 13.05.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

ახალი წელი… მაისში

14:10; 5.05.2025
0

რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი აუწია _ ფეიკი თუ სინამდვილე

14:29; 26.04.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

14:52; 13.05.2025
0

„ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

12:35; 13.05.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო