საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულებით, 2025 წლის თებერვალში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად (დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის) ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 394 744 ლარი უნდა გამოყოს.
ცვლილება შევიდა მთავრობის 2026 წლის 24 აპრილის განკარგულებაში.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 10 მუნიციპალიტეტზე შემდეგნაირად გადანაწილდება:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 774 907 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 688 201 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 720 393 ლარი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 385 403 ლარი;
ვანის მუნიციპალიტეტი – 268 165 ლარი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 198 505 ლარი;
აბაშის მუნიციპალიტეტი – 131 394 ლარი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 88 613 ლარი;
სენაკის მუნიციპალიტეტი – 86 024 ლარი;
ხობის მუნიციპალიტეტი – 53 139 ლარი.
გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო თანხების უზრუნველყოფას.






































































