15 წუთიანი შესვენების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა განახლდა.
დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ დღის წესრიგში მეექვსე საკითხი პირველადი სახით დარჩენილიყო.
ეს საკითხი გააპროტესტა "ნაცმოძრაობის" დეპუტატმა. კახა ასკურავა განაცხადა, რომ ამ საკითხა ჯერ უყარეს კენჭი და შემდეგ არ მოეწონათ შედეგი და გამოაცხადეს შესვენება.
"მხოლოდ 7 დეპუტატს უნდოდა ეს საკითხი დარჩენილიყო, როგორც დღის წესრიგში ეწერა, რადგან ვერ მიიღეს ხმათა უმრავლესობა, გამოაცხადეს შესვენება და მოხდა მოლაპარაკება. ეს არის სამარცხვინო ფაქტი პირველივე სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხელის გადაგრეხვით", _ თქვა კახა ასკურავამ.
მის განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, რომან ბიწაძე, რომელმაც კახა ასკურავას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"დაჯექი თუარა დაგაჯენ", _ უთხრა ბიწაძემ ასკურავას.



































































