ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე, დეპუტატებმა პოლიტსაბჭოზე მიღებული კოალიციის გადაწყვეტილება, ჩააგდეს.
საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის განცხადებით, მისი მოადგილე პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მრეწველების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შალვა ჩანტლაძე უნდა გამხდარიყო.
თუმცა, წამოყენებულ კანდიდატურას, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ფარული კენჭისყრის შედეგად, ჩანტლაძის სასარგებლოდ 6 ხმა დაფიქსირდა,2 ბათილად ცნეს, 30 დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.



































































