დილიდან დაძაბულად მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალმოწვეული საკრებულოს პირველი სხდომა.
კოალიციის გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ “მრეწველების“ წევრი უნდა ყოფილიყო, დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს და მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ჩააგდეს.
ამ წუთებში მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეების არჩევა მიმდინარეობს. პრობლემა გახდა ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის არჩევა.
ამ პოსტზე ფრაქცია "ქართული ოცნება" რესპუბლიკელებმა წარმოადგინეს ირაკლი ახობაძის კანდიდატურა. თუმცა, საინიციატივო ჯგუფმა იგივე თანამდებობაზე ასევე რესპუბლიკელების წევრი მალხაზ ჩხიკვაძე წარადგინეს.
არჩევნების შემდეგ ხმები თანაბრად გადანაწილდა და ახობაძეს და ჩხიკვაძეს 19/19 ხმა ერგოთ. შესაბამისად, ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად რამდენიმე წუთში მეორე ტური დაიწყება.
უკვე ცნობილია სამი კომისიის თავმჯდომარის ვინაობა. სოციალურ საკითხთან კომისიას დავით შარაშიძე უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტოს მაია პაიჭაძე და სამანდატო-საპროცედუროს კომისიას მარინა ბერაძე.


































































