საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ეროსი კიწმარიშვილის "ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს"
_ “მინდა ბატონ ეროსის ოჯახს და მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს და პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

































































