საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი პროექტ ციფრული ფოტომატიანე-ს შეუერთდა.
_ ჩვენ, ერთობლივი ძალებით, იქ დაცულ 140000-ზე მეტ ფოტოსა და მინის ფოტო-ნეგატივს გავაციფრებთ. ეს არქივი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, _ აღნიშნავს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ეროვნული ბიბლიოთეკა აღნიშნულ პროექტს კომპანია "ჯეოსელთან" ერთად ახორციელებს.