სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის 2014 წლის 12 ნოემბრის N270 განკარგულების საფუძველზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედოდ, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია (2-3 კმ რადიუსი) დაავადების მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიად გამოცხადდა.
განკარგულების საფუძველზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ უნდა უზრუნველყოს დაავადების არაკეთილსაიმედო კერაში და ცოფის მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაავადების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ასევე იმუნურ-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ აუცილებელია გატარდეს ცოფის ყველა ამთვისებელი ცხოველის იძულებითი რკალური პროფილაქტიკური ვაქცინაცია (2-3კმ რადიუსით).
ცოფით მკვდარი, დაავადების გამო მოკლული და დაავადების საეჭვო ცხოველის ლეში დაექვემდებაროს უტილიზაციას ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით.
აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა და შესაბამისი სამსახურების მიერ, კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები ტარდება.