წონის დაკლებას ხელს უწყობს სხვადასხვა სახის აბაზანები.
სახლის პირობებში შეგიძლიათ ზღვის მარილის აბაზანა გამოიყენოთ. მარილის აბაზანა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კანის ტონუსს ამაღლებს, ორგანიზმში გაცვლით პროცესებს ააქტიურებს.
ასეთი აბაზანის მომზადებისთვის წყალში, რომლის ტემპერატურა 26-30 გრადუსი უნდა იყოს, გახსენით ნახევარი ჭიქა ზღვის მარილი ან ჩვეულებრივი სუფრის მარილი და ჩაუმატეთ ერთი წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი. ასეთ აბაზანაში გატარებული 15-20 წუთი დაღლას ხსნის, ენერგიით და სიცოცხლით ავსებს სხეულს. გამაჯანსაღებელი პროცედურის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ თბილი შხაპი.