https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პირადი ინტერესი არავის, არავის მიმართ არ ჰქონია” _ საკონკურსო კომისია ბრალდებებს პასუხობს

11:12; 29.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გასული კვირის ბოლოს დასრულდა.

კონკურსის შედეგად გასული ადამიანების უმრავლესობა ძველი სახეებია, თუმცა, არიან ახლებიც.

კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური უკვე მოჰყვა.

ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების _ ვასილ ჩიგოგიძის და კორნელ კუკულავას ბიუროს ყოფილი უფროსი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ლია ჩიგოგიძე ამბობს, რომ კომისია არაობიექტური იყო:

_  საკონკურსო კომისიის წევრი თეა უჯმაჯურიძე კონკურსის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში თავის დაქალებს ურეკავდა და ატყობინებდა დაინიშნეთო. რატომღაც მე არ ჩამთვალეს ღირსად პასუხი მაინც ეთქვათ. მოგვიანებით, დავურეკე უჯმაჯურიძეს და ასე გავარკვიე, რომ არსად დამნიშნეს. იმ ადგილზე, სადაც მე მქონდა განაცხადი გაკეთებული, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მეზობელი, ზურაბ კოტრიკაძე დანიშნეს, რომელიც სამი დღით ადრე, ჯერ კიდევ კონკურსის დანიშვნამდე ზეიმობდა ახალ თანამდებობას, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩიგოგიძე, მისი თქმით, კონკურსის დასრულებამდე ერთი დღით ადრე დაურეკა გამგებელს:

_ დავურეკე ირაკლი კუჭავას და ვუთხარი ვინ სად ინიშნებოდა. წინასწარ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით აღნიშნულ ვაკანსიაზე მას რეალური კონკურენტი არ ყავდა და კოტრიკაძე ნაცნობობით დაინიშნა:

_ იმ ვაკანსიაზე, რომელზეც არ მყავდა რეალური კონკურენტი, გამოუშვეს გორას გამგებელი ზურაბ კოტრიკაძე. აქ ქულათა რაოდენობას მნიშვნელობა არ ქონდა იმიტომ, რომ 33 ქულა უკვე ყველასთვის ზღვრულია, _ დასძინა ჩიგოგიძემ, რომელიც საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლას აპირებს:

_   გადავწყვიტე წავიდე პარლამენტის წინ და ჩემს შვილებთან ერთად ვიშიმშილო. ვინაიდან ჩემი ქმარი მეორე ჯგუფის ინვალიდია, წავიღებ ინვალიდის ჯოხს, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.

ჩიგოგიძის ბრალდებებს ოფიციალური წერილით უპასუხა საკონკურსო/საატესტაციო კომისიამ:

_  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი ჩატარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის  №412  დადგენილების   მოთხოვნათა დაცვით. კონკურსის  ყველა ძირითადი პრინციპი: სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა,  კოლეგიალურობა, კორექტულობა დაცული იქნა კომისიის მუშაობისას. გასაუბრების მიმდინარეობას  ესწრებოდნენ დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან წარმომადგენლები. მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია.

ყველა კონკურსანტი აბსოლუტურად თანაბარ პირობებში  იმყოფებოდა, თანაბარი სირთულის შეკითხვებით მოხდა მათი პროფესიული უნარების შემოწმება ისევე, როგორც მათი ზოგადი უნარ-ჩვევების  გამოვლენა. კონკურსანტებს  საშუალება მიეცათ მაქსიმალურად გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.

დღეის მდგომარეობით, ყველა კონკურსანტს კონკურსის საბოლოო შედეგები უკვე ეცნობა, როგორც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე წერილობით, რომელშიც მითითებულია გასაჩივრების წესი და ვადა. კომისია კიდევ ერთხელ განუმარტავს კონკურსში მონაწილე ყველა პირს, რომ კონკურსის შედეგების გამო სამართლებრივი ხასიათის დავა შეუძლიათ საპრეტენზიო კომისიაში და სასამართლოში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაასაჩივრონ.

კომისია თავს ვალდებულად თვლის განმარტება მისცეს, როგორც  კონკურსანტებს,  ასევე, საზოგადოებას. ვინაიდან კომისიის მუშაობა ხშირ შემთხვევაში გართულებული იყო იმის გამო,  რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა კარგსა და საუკეთესო კონკურსანტებს შორის, ჩვენთვის გასაგებია იმ კონკურსანტთა გულისწყრომა, რომლებიც არ იქნენ შერჩეულნი კონკურსის შედეგად და გამოხატავენ უკმაყოფილებას.

კომისია სრულ პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, _ აღნიშნულია კომისიის მიერ "გურია ნიუსისთვის" მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

კომისიის გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს სოციალური სამსახურის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი თემურ ბენდელიანი.

ჩვენი ინფორმაციით, ბენდელიანს, რომელმაც ტესტირების შედეგად 42 ქულა დააგროვა, კომისიის 5 წევრიდან ხმა არცერთმა არ მისცა.

_ ეს ყველაფერი ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და კომისიის თავმჯდომარე მინდია ჟღერიამ გააკეთეს. მათ არ უნდოდათ, რომ მემუშავა. ჩემნაირი პატიოსანი ადამიანი არ სჭირდებათ სამსახურში, მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ. ერთ დღეს ვაძლევ და შემდეგ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად სამართლებრივად ვიბრძოლებ, _ გვითხრა ბენდელიანმა, რომელსაც თანამდებობაზე არარჩევის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა:

_ ახლა სახლში ვარ და ვწევარ. იმედია, გართულებები არ მექნება. თუმცა, რთულია ასეთ უსამართლობას და მიზანმიმართულ ქმედებებს ემოციის გარეშე შეხვდე, _ გვითხრა ბენდელიანმა.

თემურ ბენდელიანის მეუღლის, ნათია ანდღულაძის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მეუღლე პირადი შეხედულებების გამო გაათავისუფლა:

_ არ უნდოდათ თემურისნაირი ადამიანი სამსახურში. 62 წლის კაცმა 42 ქულა აიღო ტესტირებაზე. ეს ყველაფერი თავისი ცოდნით და ნიჭით მოახერხა და რატომღაც გასაუბრებაზე ჩაიჭრა. მაგ შენობაში ძმა მომიკლეს (ნათია ანდღულაძის ძმა, ბონდო ანდღულაძე 2008 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი და ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე იყო. ე.წ. ბახმაროს სკანდალის აგორებებიდან რამდენიმე დღეში, ბონდო ანდღულაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. ავტ). ახლა ვატყობ, რომ ოჯახის მეორე წევრსაც მიკლავენ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. სტუდენტი შვილები მყავს, ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა. იმის გამო, რომ ვიღაცეებს ჩემი ქმარი არ ესიმპათიურებოდათ, სწავლა უნდა შევაწყვეტინო. ჩემი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ ჩემი მწირი ხელფასია, რომელიც წამლის ფულად არ მყოფნის. ჩემი მეუღლის ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა. ცოტა ხნის წინ სტენდირება გაუკეთდა გულზე. სასწრაფოსაც ხშირად ვიძახებთ. ეს მარტივი გადასამოწმებელია. ამ ქმედებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ოჯახის კიდევ ერი წევრი მეღუპება და მე ვერაფერს ვაკეთებ, _ გვითხრა ანდღულაძემ.

_ ირაკლი კუჭავა არ ერეოდა არა თუ კომისიის მუშაობაში, მთლიანად გაემიჯნა ამ პროცესს. ეს იცის ყველამ, ვისაც ამის დანახვა უნდა. რაც შეეხება ბატონ თემურ ბენდელიანს, ამ დილით, ჩემი ინიციატივით შევხვდი მასაც და მის მეუღლესაც. ვუთხარი, რომ ისევ გამოცხადდება ვაკანსიები, მანამდე კი, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, დავეხმარებოდი. ქალბატონმა ნათიამ მადლობაც კი გადამიხადა ასეთი დამოკიდებულებისათვის. ეს არის სიმართლე, _ აღნიშნა"გურია ნიუსთან" საუბრისას ირაკლი კუჭავამ.

საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მინდია ჟღერია ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში არავინ ჩარეულა:

_ კომისიამ იმუშავა კანონის ფარგლებში. ბატონი თემურის პასუხებმა ვერ დააკმაყოფილა კომისია და ამიტომ შეირჩა სხვა კანდიდატი, რომელიც ახალი სახეა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პირადი ინტერესი არავის, არავის მიმართ არ ჰქონია, _ აღნიშნა ჟღერიამ.

ჩოხატაურში გასაუბრების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ კომისია გასაუბრების დროს ნამდვილად ობიექტური იყო:

_ იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გასაუბრების პროცესს. დაკვირვების შედეგად, შემიძლია გითხრათ, რომ გასაუბრება ყველა კონკურსანტის მიმართ იყო სამართლებრივად გამართული და რაც მთავარია, არანაირი დისკრიმინაცია არ იყო. ყველა კონკურსანტი თანაბარ პირობებში იყო. ნამდვილად არ გამჩენია იმის განცდა, რომ რომელიმე კანდიდატი პრივილეგირებული ან განსაკუთრებულად დაწუნებული იყო. რასაც ვამბობ, ეს არის გასაუბრების დაკვირვების შედეგი. გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩვენ არ დავსწრებივართ, რადგან კომისიამ ამის უფლება არ მოგვცა.

_ ბატონო თამაზ ორი კონკურსანტი _ ლია ჩიგოგიძე და თემურ ბენდელიანი ამბობს, რომ კომისია მათ მიმართ სამართლიანი არ იყო. ჩიგოგიძე დასძენს, რომ  კითხვებს კომისიის წევრი თეა უჯმაჯურიძე უსვამდა და არა კომისიის თავმჯდომარე. გახსოვთ ეს კონკურსანტები?

_  კონკრეტულად ვინმეს არ დავკვირვებივარ. ზოგადად პროცესს ვაკვირდებოდი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ არ მომხდარიყო არავის დისკრიმინაცია და ყველა თანაბარ პირობებში ყოფილიყო. ეს კი ნამდვილად ასე მოხდა. განსხვავებული მიდგომა არავის მიმართ არ ყოფილა. ანუ, განსხვავებული შეკითხვა არავისთვის დაუსვამთ. პირიქით, კომისიის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ არ დაეძაბათ კონკურსანტები. თავიდან არ დაესვათ პროფესიული შეკითხვები. რაც შეეხება შეკითხვების დასმას _ კომისიის თავმჯდომარე, მინდია ჟღერია ახლა გავიცანი და ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ზოგადად შეიძლება ის არ აქტიურობდა შეკითხვების დასმით ყველა კონკურსანტის მიმართ, მაგრამ ეს მისი პრეროგატივა იყო,  რაც შეეხება უჯმაჯურიძეს, არამარტო ჩიგოგიძის შემთხვევაში, ქალბატონი თეა ყველა კონკურსანტთან სვამდა შეკითხვებს მისი პროფესიიდან გამომდინარე. განცდა იმისა, რომ ვინმეს შეგნებულად _ ჩასაჭრელად ან პირიქით, ეკითხებოდნენ, არ გამჩენია. იგივე შემიძლია ვთქვა კომისიის დანარჩენ წევრებზეც. ისევ გავიმეორებ, რომ ყველა კონკურსანტი თანაბარ პირობებში იყო გასაუბრების დროს.  რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების  პროცესს, როგორც აღვნიშნე ჩვენ დასწრების საშუალება არ გვქონდა და შესაბამისად, ვერაფერს ვიტყვი.

თამაზ ტრაპაიძის თქმით, გურიის მუნიციპალიტეტებს შორის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო/საატესტაციო კომისია ერთადერთია, რომელმაც საია-ს გასაუბრებაზე დასწრების უფლება მისცა:

_ არც ქალაქ ოზურგეთში, არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, არც ლანჩხუთის გამგეობისა და საკრებულოს კომისიებში დასწრების უფლება არ მოგვცეს განსხვავებით ჩოხატაურისგან, _ დასძინა ტრაპაიძემ.

როგორც კომისიაში ამბობენ, კონკურსანტებს შედეგების გასაჩივრების საშუალება საპრეტენზიო კომისიაში აქვთ, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობს. ზაალ მამალაძის თქმით, ამ ეტაპზე საპრეტენზიო კომისიისთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

"გურია ნიუსი" გთავაზობთ გამარჯვებული კანდიდატების სრულ, ოფიციალურ  სიას:

ადმინისტრაციული სამსახური: გამგებლის თანაშემწე _ იამზე ვაჩეიშვილი;  წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში _  ტერეზა ბაიაჯანი; წამყვანი სპეციალისტი მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების საკითხებში _ ანა გიორგაძე, ლელა ნინიძე, სოფიკო ჩხიკვაძე;
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების  უფროსი _ შალვა მეგრელიშვილი;  იურიდიული განყოფილების უფროსი _ ბექა შენგელია; წამყვანი სპეციალისტი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის საკითხებში _ ნინო ვაჩეიშვილი; ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი _ ზურაბ კოტრიკაძე; წამყვანი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში _ ლია ხუნდაძე;
საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური: საბიუჯეტო განყოფილების უფროსი _ მაია გოგოლაძე; წამყვანი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის საკითხებში _ შორენა კაჭარავა; ზაზა ოსეფაიშვილი; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი _ ზურაბ შათირიშვილი; წამყვანი სპეციალისტი ბანკთან ურთიერთობის და სახაზინო მომსახურების საკითხებში _ ნანა ცინცაძე; წამყვანი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების საკითხებში _ ლუბა ჯანბერიძე; წამყვანი სპეციალისტი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის საკითხებში _ ნინო გიორგაძე; მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვლადიმერ გოგიბერიძე; წამყვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში _ ლალი თავაძე;
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური: წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის საკითხებში _  გიორგი ბერძენიშვილი, გიორგი შენგელია; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი _ ნინო სიხარულიძე;  წამყვანი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში _ გოგი ბოლქვაძე; წამყვანი სპეციალისტი მშენებლობის  საკითხებში _ მერაბ ბერძენიშვილი.
მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის  სამსახური: ქონების მართვის და პრივატიზების განყოფილების უფროსი _ ლელა მდინარაძე; წამყვანი სპეციალისტი მიწის მართვის საკითხებში _ გიორგი სიმონია; წამყვანი სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში _ ვალერი ყაჭეიშვილი; ზედამხედველობის განყოფილების უფროსი _ ზაზა სიხარულიძე; წამყვანი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და მშენებლობის საკითხებში _ ტარიელ ბერაძე.
სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური: კულტურის განყოფილების უფროსი _ გოდერძი გათაშვილი; წამყვანი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და კურორტების საკითხებში  _ ანა შარაშენიძე; წამყვანი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში _ მამუკა სანიკიძე; სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი _ ივანე ცინცაძე; წამყვანი სპეციალისტი შრომის, სოციალურ, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში _ ნინო კაპანაძე; წამყვანი სპეციალისტი  ჯანდაცვისა და ვეტერანთა მომსახურების საკითხებში _ თინათინ მგალობლიშვილი.
შიდა აუდიტის სამსახური: წამყვანი სპეციალისტი მონიტორინგისა და შიდა კონტროლის საკითხებში _ ლევან ჩხიკვაძე; წამყვანი სპეციალისტი ინსპექტირებისა და შიდა ფინანსური აუდიტის საკითხებში _ მაია პაიჭაძე.
საინვესტიციო გარემოს განვითარებისა და ანალიტიკური სამსახური: წამყვანი სპეციალისტი საინვესტიციო ღონისძიებების  დაგეგმვის, განხორციელებისა და ანალიზის საკითხებში _ პაატა ბერიშვილი; ანალიტიკური განყოფილების უფროსი _  ზაზა ბერძენიშვილი.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური: წვევამდელთა  აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი _ გურამ ყაჭეიშვილი; წამყვანი სპეციალისტი პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის საკითხებში _ ლევან ცინცაძე; წამყვანი სპეციალისტი მიწერისა და კორესპონდენციებზე მუშაობის საკითხებში _ ლელა სიხარულიძე; რეზერვისტთა  აღრიცხვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი _ მალხაზ ოსეფაშვილი; წამყვანი  სპეციალისტი რეზერვის სერჟანტების, მიჩმანების და რიგითების აღრიცხვის საკითხებში _ ნანა  სიხარულიძე.
გამგებლის წარმომადგენელი: ამაღლება _  ვიტალი დოლიძე; შუა ამაღლება _ ბელა შათირიშვილი; ფარცხმა _ ზურაბ გურგენიძე; გოგოლესუბანი _ ზურაბ რამიშვილი; გორაბერეჟოული _  გურამ ტყეშელიაძე; ხევი  _  ზურაბ ვაჩეიშვილი; შუა სურები _ შორენა ტრაპაიძე; ნაბეღლავი _ ჭაბუკა კვაჭანტირაძე; ბუკისციხე _ გელა ეზიეშვილი; დაბა _ გოჩა ჯინჭარაძე; ზომლეთი _ ამირან ხაჯიბეგოვი; ზოტი _ რაულ კონცელიძე; დაბლაციხე _ გიორგი ოსეფაიშვილი; ერკეთი _ კარლო თედორაძე; ხიდისთავი _ დავით ვასაძე; ქვენობანი _ დავით კვაჭანტირაძე; ჯვარცხმა _ ავთანდილ შარაშენიძე; ზემოხეთი _ ოლეგ კაკურია; საჭამიასერი _ ელიზა ზაქარეიშვილი; კოხნარი _ გელა ვაჩეიშვილი; გუთური _ გიორგი პაიჭაძე.
სოფელ დიდივანში და ზემო სურებში გამგებლის წარმომადგენლის ადგილები ვაკანტური დარჩა.
რაც შეეხება საკრებულოს _ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე _ მიხეილ უნგიაძე; მთავარი სპეციალისტი – იურისტი  ედიშერ ჯიბუტი;  საორგანიზაციო, საკადრო  და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი _ ჟანა სიხარულიძე; წამყვანი სპეციალისტი კომპიუტერული უზრუნველყოფის, საკადრო-საორგანიზაციო და ელექტრონული მომსახურების საკითხებში _ ლიკა ძნელაძე; მომსახურების განყოფილების უფროსი _ ლალი თოდრია; წამყვანი სპეციალისტი საოქმო და სამდივნო მომსახურების საკითხებში _ ნათია ცინცაძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წამყვანი სპეციალისტის ადგილი  ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, ვებ გვერდის მომსახურების საკითხებში ვაკანტური დარჩა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"მიხეილ მაჭავარიანის განცხადება, რომ პენსიის ათლარიანი ზრდა ინფლაციამ გადაფარა, სიმართლეა"

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს გურიაში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16.02.2026
საზოგადოება

“ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” _ უკრაინაში ოზურგეთელი მებრძოლი დაიღუპა

12:56; 16.02.2026
საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16.02.2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16.02.2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16.02.2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026
ზაფრანი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:39; 16.02.2026
საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16.02.2026
ზაფრანი

ქმარი, ცოლი და ასტროლოგია   

10:13; 16.02.2026
ზაფრანი

რა საჩუქარი მიიღე სამყაროსგან    

10:11; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო