https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიხეილ მაჭავარიანის განცხადება, რომ პენსიის ათლარიანი ზრდა ინფლაციამ გადაფარა, სიმართლეა”

12:12; 29.12.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 22-დან 29 დეკემბრამდე, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას ეხებოდა. მაჭავარიანის თქმით, „პენსიის ათლარიანი ზრდა უკვე „შეჭამა“ ინფლაციამ“.

2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე ფასების დონე 4.8%-ით გაიზარდა, რამაც 150 ლარიანი პენსიის მსყიდველობითი უნარი 7.2 ლარით შეამცირა. მთავრობის მიერ დაგეგმილი ინდიკატორების მიხედვით, 2015 წელს ინფლაცია 4%-ის დონეზეა პროგნოზირებული. შესაბამისად, 2015 წლის სექტემბრისთვის, როდესაც პენსია 160 ლარი გახდება, ბოლო 2 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 9%-ს მიაღწევს.

ამდენად, სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელის და მომსახურების ღირებულება, რომელთა შესაძენადაც 2013 წლის სექტემბერში 150 ლარი საკმარისი იყო, 2014 წლის ნოემბერში 157.2 ლარს გაუტოლდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი, უკვე 164 ლარი იქნება.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ მიხეილ მაჭავარიანის მიერ ინფლაციის შესახებ გაკეთებული განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. პრემიერის თქმით, „წინა ხელისუფლების დროს, 8 წლის განმავლობაში, მოხდა 70 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. ახალმა მთავრობამ კი ორ წელში შეძლო 55 კმ მაგისტრალის მშენებლობა“.

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით 57.6 კილომეტრი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა. 2014 წელს, საქართველოს მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 140 კილომეტრზე მიმდინარეობდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით, მოძრაობა გახსნილია 35 კილომეტრიან მონაკვეთზე.

კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მართლაც დაიგო 55 კილომეტრის სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კონტექსტი ბოლომდე ზუსტი არ არის, რადგან ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, 70 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 6 წელიწადში დაიგო და არა 8 წელიწადში. გარდა ამისა, ამ დროისთვის დასრულებული მონაკვეთების მშენებლობა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიგეგმა და დაიწყო, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ჩათვლით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ორ ზოლშია ნებადართული, ხოლო დარჩენილ ორ ზოლში სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. დეპუტატის თქმით, „წინა ხელისუფლების დროსაც და მოქმედი ხელისუფლების დროსაც მუდმივად ხდებოდა დამატებითი ინტერვენციები ლარის კურსის გასამყარებლად“.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2009-2010 წლებში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 317 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წინა ხელისუფლების პერიოდში, სხვა წლებში, მსგავსი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. ეს კი განსხვავდება დეპუტატი განცხადების იმ ნაწილისგან, სადაც ის აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს მუდმივად ხდებოდა ინტერვენციები ლარის კურსის გასამყარებლად.

2013 წლის ნოემბრიდან ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეროვნულმა ბანკმა 320 მილიონი დოლარი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდეგ სავალუტო რეზერვები პირველად მხოლოდ 2013 წელს შემცირდა. შემცირების ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, გიგლა აგულაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.

ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადების სიზუსტეც გადაამოწმა. პარლამენტის სესიაზე რატიანმა განაცხადა, რომ „სტუდენტებს წლევანდელი გრანტების თანხები, 16 მლნ ლარი, არ გადაურიცხეს“.

კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტის 6 და 9 თვის გეგმისა და შესრულების მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ნამდვილად არსებობს. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, გეგმის შესრულებას 16 მილიონი ლარი დააკლდა, 9 თვის მონაცემებით კი – 9 მილიონი ლარი. თუმცა, კვლევის შედეგად ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნულს უნივერსიტეტების საქმიანობა არ შეუფერხებია და არც სტუდენტებზე მოუხდენია უარყოფითი გავლენა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით წლის განმავლობაში გაწერილი საგრანტო თანხები უნივერსიტეტებს დეკემბრის ბოლომდე სრულად ჩაერიცხებათ. შესაბამისად, დეპუტატის მიერ აღნიშნული ფაქტის დრამატიზება ცალსახად არასწორია. გარდა ამისა, გეგმასა და რეალურ შესრულებას შორის (6 და 9 თვის მონაცემებით) სხვაობა წინა წლებშიც  ფიქსირდებოდა და 2014 წელი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა.

შესაბამისად, სერგო რატიანის ეს განცხადება მეტწილად მცდარია.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიგა ბუკიას განცხადებას ეხებოდა. ოპოზიციის წევრებთან დებატებში მან განაცხადა: „უსაფრთხო ქვეყანათა ათეულში ვართ. ტურისტთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, 5 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა“.

დეპუტატი უსაფრთხოებაზე საუბრისას მხოლოდ ქვეყანაში არსებულ კრიმინალის დონეს გულისხმობდა. მის მიერ დასახელებული წყაროს მიხედვით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.
ჩვენ აღნიშნული საკითხი ვებგვერდ numbeo.com-ის კვლევის მიხედვითაც გადავამოწმეთ, რომელიც საკმაოდ სანდო და აღიარებულ წყაროს წარმოადგენს. მისი მიხედვით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოში ტურიზმის ზრდას, დეპუტატი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ 2013 წელს საქართველოში 5 მილიონი ტურისტი შემოვიდა, თუმცა ამ რიცხვის ზრდა 30% არ ყოფილა, როგორც ამას დეპუტატი აღნიშნავს.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა გიგა ბუკიას განცხადება ნახევრად სიმართლედ შეაფასა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადების სიზუსტეც გადაამოწმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ „2011 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობა იყო 20%-ით ნაკლები, ვიდრე 2003-ში. დღეს არის ზრდა სოფლის მეურნეობაში“.

2003-2013 წლებში სოფლის მეურნეობის დარგში მეტწილად კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა, რაც ბუნებრივ-კლიმატური პირობების და არახელსაყრელი გარე ფაქტორების დამსახურებაა. 2011 წელს სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქცია 2003 წელთან შედარებით 12.5%-ით ნაკლები იყო (და არა 20%-ით, როგორც ამას მინისტრი აღნიშნავს), ხოლო სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 19%-დან 10%-მდე შემცირდა.

სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამები გასულ წლებშიც ხორციელდებოდა, თუმცა 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტები იმ კუთხითაა მნიშნელოვანი, რომ ისინი ხელს უწყობს ფერმერებისთვის გრძელვადიანი სახსრების ხელმისაწვდომობას და კერძო წარმოების წახალისებას. 2013 წელს სოფლის მეურნეობა 11.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ ორ კვარტალში სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი დაეცა და 1.2% შეადგინა.

შესაბამისად, ნოდარ ხადურის განცხადება მეტწილად სიმართლეა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას ოზურგეთში

11:07; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დღეს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება

10:26; 14 სექტემბერი, 2026

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს გურიაში

საახალწლო ბაზრობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

12:04; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026
საზოგადოება

რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას ოზურგეთში

11:07; 14.09.2026
სამართალი

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა  

10:30; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო