https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა _ სასტიკი მკვლელობის ქრონიკა

10:01; 28.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. დღეს ამ სასტიკი მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა.

სანდრო გირგვლიანი

"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისისთან ახლოს, ოქროყანის სასაფლაოზე მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა "დროებაში“ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა.

"დროების“ ვერსიის მიხედვით სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად "შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.

ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო. მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: "მან მკითხა თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ "პედერასტთან", მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)."

ბუხაიძემ უარყო ამგვარი კომენტარი, თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს.

გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა.

მეორე დილას გირგვლიანის "ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი" სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.

მკვლელობის გახმაურება

21 თებერვალს სანდრო გირგვლიანის დედამ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი დასდო მისი შვილის მკვლელობის დაგეგმვაში. მან სამინისტროს იმ ოფიციალურ პირთა დაუყონებლივ დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც გირგვლიანთან ერთად შარდენ-ბარში იმყოფებოდნენ.

22 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა, კონსერვატიული პარტიიდან და კობა გუნცაძემ, მემარჯვენე ოპოზიციის პარტიიდან, მთავრობას საქმის დაუყოვნებლივი გამოძიება მოსთხოვეს. მათი მტკიცებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი იყო იმ პირთა შორის, რომლებმაც გირგვლიანი და მისი მეგობარი გაიტაცეს.

მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირველი განცხადება ამ საქმეზე 25 თებერვალს გააკეთა და მიანიშნა, რომ საქმეში ნახსენები არცერთი თანამშრომელი თანამდებობიდან არ გათავისუფლდებოდა.

28 თებერვალს პარლამენტის წევრმა კონსერვატიული პარტიიდან ზვიად ძიძიგურმა პრეს-კონფერენცია მოიწვია და მკვლელობის თვითმხილველი ბუხაიძის ინტერვიუს ვიდეო-ჩანაწერი გაახმაურა.

ინტერვიუ თავად ძიძიგურის ჩაწერილი იყო. მასში ძიძიგური ბუხაიძეს უჩვენებს ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოსურათს და სთხოვს მას ამოიცნოს ეს მამაკაცი.

ბუხაიძე პასუხობს, რომ მამაკაცი სურათზე "ძალიან ჰგავს" ერთ-ერთს იმ ოთხ მამაკაცთაგან, რომლებმაც ორი მეგობარი გაიტაცეს და სცემეს.

სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი.

ბუხაიძის თქმით, ის არ იყო "100%-ით დარწმუნებული, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ ის ძალიან ჰგავს მელნიკოვს".

ძიძიგურის დასკვნით, "ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გამოძიებაში არის ის ფაქტი, რომ მათ არ უჩვენეს ლევან ბუხაიძეს ეს სურათი _ რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების პროცესს".

ბუხაიძემ მოგვიანებით დაადასტურა, რომ მეოთხე პირი, რომელიც გირგვლიანის ცემაში მონაწილეობდა, იყო იგორ მელნიკოვი (მელნიკოვი რამდენიმე თვის წინ საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს. ავტ)

28 თებერვალს გამართულ საპარლამენტო მოსმენებზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას ჯერ არ ჰქონდა გამოვლენილი რაიმე ფაქტობრივი მტკიცება, რომელიც იმედის ვერსიაში დასახელებული შს სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების საბაბი შეიძლება გამხდარიყო. 

მან ასევე განაცხადა, რომ ამ თანამშრომელთა დაკავშირება ამ საქმესთან იყო "პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა… არის მცდელობები, ეს საქმე ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირონ. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ ჩემს ნერვებზე იმოქმედონ. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ოჯახის წევრებს ან ჩემს თანამშრომლებს ეხებათ."

ვანო მერაბიშვილის მოხსენების დასრულებამდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მემარჯვენე ოპოზიციიდან, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა და დემოკრატიული ფრონტის ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.

ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენლებმა კი მადლობა მოახსენეს მერაბიშვილს მისი სამინისტროს ოპერატიული მუშაობისთვის.

დეპუტატ გივი თარგამაძის თქმით "ოპოზიციის დემარში იყო დადგმული შოუ. ისინი სპეკულირებენ გირგვლიანის მკვლელობის საქმით და ცდილობენ ეს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია."

საპარლამენტო მოსმენების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს. დავით გამყრელიძემ განაცხადა: "დღეს ნათელი გახდა, რომ მერაბიშვილი ცდილობს ხელი დააფაროს კრიმინალებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სხედან. ჩვენ, ოპოზიციამ, უნდა დავიწყოთ ქმედებები მერაბიშვილის გადასაყენებლად".

სკანდალის გამწვავება

5 მარტს მოვლენები გამწვავებას იწყებს ტელეკომპანია იმედის ეთერში გაშვებული კიდევ ერთი გადაცემის შემდეგ, რომელშიც ეჭვქვეშ დააყენეს ყოფილი ნარკომანიასთან ბრძოლის განყოფილების პოლიციის თანამშრომლის, გია თელიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია.

გადაცემა მიუთითებდა იმაზე, რომ თელიას მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი უნდა ყოფილიყო გარეული. ყოფილი პოლიციელი, რომელიც 2003 წელს გადადგა, 2006 წლის 16 თებერვალს შს სპეცოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეტაკებისას დაიღუპა. სამინისტროს განცხადების თანახმად, თელიას ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებოდა და პოლიცია იძულებული გახდა მოეკლა იგი, ამ უკანასკნელის მიერ ცეცხლის გახსნის გამო.

სამინისტროს პრეს-სამსახურმა საზოგადოებრივი არხით გაავრცელა ოპერაციის ჩატარების ვედეომასალა, რომელზეც აღბეჭდილი იყო თელიას გვამი მისი ბინის იატაკზე მარჯვენა ხელში პისტოლეტით.

თუმცა, იმედის ჟურნალისტებთან ინტერვიუში თელიას ნათესავებმა განაცხადეს, რომ თელია ცაცია იყო, ამიტომ მარჯვენა ხელით იარაღს ვერ ისროდა.

ამასთან, მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ თანამშრომელს მისი მოცილება უნდოდათ, ვინაიდან თელია ფლობდა ინფორმაციას ამ თანამშრომელთა ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ.

მანამდე, 2005 წელს ჩაწერილ ინტერვიუში პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ პოლიციამ ადრე წარუმატებლად სცადა მისი დაპატიმრება გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე.

ამის გამო მოგვიანებით მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ ინტერვიუში თელიას არ დაუსახელებია შს სამინისტროს თანამშრომელთა გვარები, თუმცა გამოთქვა მოსაზრება, რომ შს სპეცოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი კოდუას "დავალებული ჰქონდა" მისი მკვლელობის ორგანიზება.

ამავე პერიოდში რამდენიმე ოპოზიციურმა ორგანიზაციამ, მათ შორის მემარჯვენე ოპოზიციამ და საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ, განაცხადეს სახალხო საპროტესტო აქციების დაგეგმვის შესახებ ვანო მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით.

დაპატიმრებები

6 მარტს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი _ გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილური _ გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები.

მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა "მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა".

ამ პირთა სახელები არ ფიგურირებდა ტელეკომპანია იმედის მიერ 12 თებერვალს ეთერში გაშვებულ გადაცემაში.

დაპატიმრებების გამოცხადებიდან მცირე ხანში ახალმა მემარჯვენეება და პარლამენტის დემოკრატიული ფრონტის ფრაქციის დეპუტატებმა პრეს-კონფერენცია გამართეს.

მათი თქმით შს თანამშრომელთა დაპატიმრება "კარგი პრეცენდენტი" იყო.

თუმცა, კობა დავითაშვილმა დემოკრატიული ფრონტიდან დაამატა, რომ "გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისინიც, ვინც ის შეუკვეთა".

დეპუტატემა ისევ მოითხოვეს ვანო მერაბიშვილის გადადგომა.

თანამდებობიდან დათხოვნები და კრიტიკა

7 მარტს გურამ დონაძე მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ოფიციალურ მიზეზად რამდენიმე ჟურნალისტთან "კონფლიქტური ურთერთობა" გამოცხადდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შემდეგ მოითხოვეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დათა ახალიას გათავისუფლება და მისი მოადგილის ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრება, გირგვლიანის ცემაში ეჭვმიტანილობის გამო.

მმართველმა პარტიამ სრული თანადგომა გამოუცხადა მერაბიშვილს.

ამ ეტაპზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს გირგვლიანის მკვლელობის საქმის მსვლელობის გამო ოპოზიციის სხვა პარტიებთან თანამშრომლობის სურვილს.

სივილ ჯორჯიას მან განუცხადა: "…ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამის გამო _ იქნება ეს ქუჩის საპროტესტო აქციები, პრესისთვის განცხადებები თუ სხვა. იმიტომ, რომ თუ შიშის სინდრომი გამოწვავდა, თუ დამნაშავეები არ დაისაჯნენ… თუ სასამართლო არ არის, მაშინ ჩვენ ტოტალიტარული რეჟიმისკენ მივდივართ".

უზუსტობები თვითმხილველთა მტკიცებებში

ლევან ბუხაიძემ, მთავარმა თვითმხილველმა და სანდრო გირგვლიანის მეგობარმა, 9 მარტს აღიარა, რომ ვერ შეძლო იმავე დღეს ოლეგ მელნიკოვის ამოცნობა პოლიციაში მოყვანილ ოთხ ადამიანთა შორის.

თუმცა, მოგვიანებით მან იმედს განუცხადა, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ეს პირი არ იყო იმ ოთხ მამაკაცთა შორის, რომლებმაც გირგვლიანი 27 იანვარს სასიკვდილოდ სცემეს. ბუხაიძემ ეჭვქვეშ დააყენა ერთ-ერთი დაპატიმრებულის, გია ალანიას, ჩვენება, რომლის მტკიცებით ის გირგვლიანს შეხვდა შარდენ-ბარიდან გამოსვლისას.

ალანიას თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ყური მოკრეს გირგვლიანის მიერ დონაძის შეურაცხყოფას, რამაც გააღიზიანა ალანია და მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.

ბუხაიძემ ეს ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ რაიმე სახის კონფლიქტს მათი ბარიდან გამოსვლის შემდეგ ადგილი არ ჰქონია.

მიუხედავად იმისა, რომ ბუხაიძემ ვერ შეძლო ოლეგ მელნიკოვის ამოცნობა, გირგვლიანის მეგობარი გოგონას, თამარ მაისურაძის, ჩვენება მიუთითებს მელნიკოვის შესაძლო ჩარევაზე ამ ინციდენტში.

მისი თქმით მელნიკოვმა ბარი დატოვა სიგარეტის ყიდვის საბაბით, მყისვე ბუხაიძისა და გირგვლიანის გასვლის შემდეგ. ის უკან მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა, ვინაიდან, მისი თქმით, ახლომდებარე მაღაზიაში მან სიგარეტის ყიდვა ვერ შეძლო და სხვა, უფრო შორს მდებარე სუპერმარკეტში მოუწია წასვლა.

მაისურაძის თქმით, "მე ვუყურე იმ სუპერმარკეტის დაცვის ვიდეოკამერის ჩანაწერს, მაგრამ იქ მელნიკოვი არ ჩანს."

საზოგადოების რეაქცია

13 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "მთავრობის სერიოზული გამოცდა" უწოდა.

მისი განცხადებით, ოთხი თანამშრომლის დაპატიმრება "ვერ გააქარწყლა ეჭვები" საზოგადოებაში ამ მკვლელობის საქმის შესახებ. "ის თანამშრომლები, რომლებსაც საზოგადოება ამ საქმეს უკავშირებს, ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყანაში, ან ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის ამბიცია აქვს, გადადგებოდნენ."

მცირე ხანში დათა ახალიამ და ოლეგ მელნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს დროებით, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა.

ახალაიამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: "ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო 28 იანვარს ჩადენილ დანაშაულთან, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ამ საქმის გახსნა ჩვენი მცდელობის შედეგად მოხერხდა.

ამის მიუხედავად, ვინაიდან ჩვენ მორალურად ვთვლით თავს პასუხისმგებლად საზოგადოების, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მან მოგვხსნას თანამდებობრივი უფლებები".

ოპოზიციონერ პარლამენტართა განცხადებით ახალაიასა და სანოძის გადაწყვეტილება მისასალმებელი იყო და ეს საზოგადოების ზეწოლის შედეგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროზე.

დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განუცხადა პრესას: "ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უეჭველად შეამსუბუქებს პოლიტიკურ ვითარებას… მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მივყვეთ ამ საქმის გამოძიებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა, ვინც ეს მკვლელობა დაგეგმა, დასჯილია."

16 მარტს ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისსა და სხვა ქალაქებში, სადაც ათასობით მძღოლმა ერთდროულად ჩართო მანქანის სიგნალი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნის ნიშნად.

საპროტესტო აქციიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამი ტელეარხის ჟურნალისტი მოიწვია პირდაპირ ეთერში პრეს-კონფერენციისთვის.

მან ოპოზიციის მოთხოვნას მერაბიშვილის განთავისუფლების შესახებ "სასაცილო" უწოდა და თქვა, რომ ეჭვგარეშე უჭერდა მხარს მინისტრს, ვინაიდან ის "ნამდვილად კარგი მინისტრი" იყო.

17 მარტს რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა პრეზიდენტის ოფისის წინ მერაბიშვილის გადადგომისა და მკვლელობის მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნით.

მიტინგს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მოწყობილი იყო, შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების, კონსერვატორების, ლეიბორისტებისა და თავისუფლების პარტიების წევრები.

მათ შუერთდნენ ასევე გარე მოვაჭრეები, რომლებიც მათი თქმით "პოლიციის ძალადობის" წინააღმდეგ გამოთქვამდნენ პროტესტს.

23 მაისს თანასწორობის ინსტიტუტის რამდენიმე აქტივისტი შიმშილობის აქციას აცხადებს პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე.

იმავე ღამეს პოლიციის პატრულმა მომიტინგეები დაშალა, ორი მათგანი დააპატიმრა და ხულიგნობისთვის თითოეული 7.5 ლარით დააჯარიმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.

ახალმა ხელისუფლებამ საქმის ძიება განაახლა. გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი ყოფილ პრეიზდენტს მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და დათა ახალაიასაც წაუყენეს.

სტატიაში გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები

ამავე თემაზე: "საიდუმლო" წერილები გვირგვლიანის მკვლელობის საქმეში; მერაბიშვილი 26 მაისის და გვირგვლიანის საქმეების დაუყოვნებლივ განხილვას ითხოვს; ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან სააკაშვილის გასამართლების მოთხოვნით აქცია იწყება; სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი წარედგინა; სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების შეკვეთა დათა ახალაიამ მისცა

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ღარიბაშვილი, ფირცხალავა, ზვიადაური _ ფოტოები მდინარაძის პირადი გვერდიდან

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე გამოყოფილი თანხა გაორმაგდა

ყველა სიახლე

მსოფლიო

ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

10:34; 24.12.2025
საზოგადოება

“ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით” _ კობა ფარტენაძე

10:22; 24.12.2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და კომერციული ალღო   

10:05; 24.12.2025
Mass Image Compressor Compressed this image. https://sourceforge.net/projects/icompress/ with Quality:80
ზაფრანი

დაბადების დღის მნიშვნელობა   

10:04; 24.12.2025
ზაფრანი

რომელ ქალაქში იგრძნობთ თავს კარგად

10:03; 24.12.2025
საზოგადოება

“გამიფრინდა ჩემი ბედნიერება” _ ანრი ჯოხაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10:00; 24.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო