https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საქართველოს ტერიტორიის მესამედს მხოლოდ ერთი სამინისტრო განაგებს”

2:11; 24.11.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის 2011 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მორიგი საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ” CENN” გახლდათ. საჯარო შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ყველა ის პუნქტი განიხილეს, რაზეც არასამთავრობოები და სამინიტროს წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან. ასევე, განხილულ იქნა ის რისკები, ჰიპოთეზის დონეზე, რომელსაც შემუშავებული სამოქმედო გეგმა შეიცავს.

2011 წელი დატვირთული იყო გარემოს დაცვით სფეროში გახორციელებული ცვლილებებით. ერთ-ერთი მთავარი რეფორმის, ტყის ახალი კოდექსის შექმნის შესახებ, “გურია ნიუსმა” მკითხველს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.

” CENN”-ის წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა წარადგინა ინიციატივა თანამონაწილეობრივი შეფასებისთვის და განმარტა, რომ ეს ინიციატივა გულისხმობს ხელისუფლებასთან ღია და აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირი-საქართველოს 2011 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშის მომზადების პროცესში, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და ევროკავშირს დაეხმარება მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების გააზრებასა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტებთან მათი შესაბამისობის დადგენაში.

გთავაზობთ ძირითად საკვანძო პრობლემებს: ქვეყნის სატყეო ფონდის 100%-ის იჯარით გაცემისა და მართვისთვის არ არსებობს შემდეგი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტები: სატყეო პოლიტიკა, სტრატეგია და საკანონმდებლო ბაზა (ტყის ახალ კანონპროექტში ოცამდე არარსებული საკანონმდებლო აქტია მოხსენიებული); ტყეები ინვენტარიზაციის გარეშე გაიცემა (უცნობია გასაცემი რესურსის ოდენობა, ტყეების ეკონომიკური პოტენციალი და მათი ეკოლოგიური ღირებულება);

არ ჩატარებულა ტყეების კატეგორიზაცია (სხვადასხვა კატეგორიის ტყეებში მართვის ფორმების მკაცრი გამიჯვნის გარეშე, შესაძლოა, გარემოს, მოსახლეობას და ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგეს. უსისტემო ჭრის შედეგად გააქტიურებული ეროზიული პროცესებისა და ტყის ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციის მოშლის გამო, წლიდან წლამდე იზრდება ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით აზარალებს. დიდია მსხვერპლი. დეგრადირებული უბნების გარდა, პრობლემურია ხელშეუხებელი კორომებისა და ძლიერდახრილი ფერდობების ათვისება. ასეთ პირობებში, პრობლემური უბნების იდენტიფიცირება, ამორიცხვა და მონიტორინგი სასიცოცხლოა); იჯარა ითვალისწინებს ტყის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას და ტყის ტერიტორიის გამოყენებას სხვა დანიშნულებებით; ასევე წყლისა და მინერალური რესურსების ათვისებას; საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რომელიც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების სიაშია; რეფორმა თემებს, მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებს ბუნებრივი რესურსების გარეშე ტოვებს, რამაც მომდევნო 49 წლის განმავლობაში შეიძლება შეაფერხოს რეგიონების განვითარება და, ზოგადად, ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესი; სატყეო სექტორის მართვის შემოთავაზებული მოდელი გამორიცხავს ახალი, მათ შორის, გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნას, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დაფინანსებით წლების განმავლობაში მუშაობდა; ტყეების მართვის სახელმწიფო მონიტორინგი ძირითადად ბაზრის კონტროლით შემოიფარგლება, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებისთვის კი, როგორიც დაცვითი ტყეების მართვაა, ხელისუფლებას კონტროლის შესაძლებლობა და რესურსები არ გააჩნია.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ” CENN”-მა სხვადასხვა სამინისტროებს მიმართა წერილობითი კომენტარებისთვის, ამგვარი პასუხები მიიღო:

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო: “2011 წლის 11 მარტის კანონის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ის უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გახორციელებას, გადაეცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. შესაბამისად, ამავე კანონის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ საკითხებში უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ტყეების გაიჯარების საკითხი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება” (25.07.2011).

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (2011 წლის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ამ უწყებაში შედის გარემოს დაცვის სამინისტროს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული _ ნაპირდაცვის დეპარტამენტი): “დებულების შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება რეგიონული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა… აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროსადმი თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება სცილდება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს” (26.09.2011).

გარემოს ეროვნული სააგენტო: “სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, მოაწყოს საჯარო განხილვა იმ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს მის კომპეტენციას” (15.09.2011).

დაცული ტერიტორიების სააგენტო: “გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შენიშვნებს და წინადადებებს “ტყის კოდექსის” პროექტთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო დააფიქსირებს მისი ოფიციალური წესით წარმოდგენის შემდეგ” (27.09.2011).

როგორც ირკვევა, ერთადერთი უწყება, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მესამედის მართვაში საკუთარ კომპეტენციას ხედავს, დაცული ტერიტორიების სააგენტოა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2011 წლის გაზაფხულზე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ბუნებრივი რესურსების სააგენტო ჩამოყალიბდა, რომელშიც გადავიდა გარემოს დაცვის ინსპექცია (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან); საგამოძიებო დეპარტამენტი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან); სსიპ სატყეო სააგენტო (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან); ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტი (ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან).

გარდა ამისა, რაც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ტერიტორიების მსხვილ ლოტებად გაცემა შესაბამისად, მონოპოლიების წარმოქმნის დიდი რისკია.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური: “საქართველო 44 პუნქტად დაიყოფა, 44 უბანზე გამოცხადდება იჯარა. თავისთავად, ვინც რამდენიმეში გაიმარჯვებს, მერე უკვე გააერთიანებს”.

“CENN”-ის განმარტების თანახმად, სახელმწიფოს რჩება საკმაოდ სუსტი მექანიზმები ტყის ინსპექტირებისათვის. ისინი ამ მოსაზრებას კვლავ ალექსანდრე ხეთაგურის განცხადების საფუძველზე აკეთებენ: “სახელმწიფო კონტროლის გარდა, შემოგვაქვს დამოუკიდებელი კონტროლიც. კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უპირობო დასკვნებს მოიტანენ იმის შესახებ, რომ ყველაფერი სტანდარტებს შეესაბამება, აღარ გადავამოწმებთ,” _ ამბობს ხეთაგური. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მან 2011 წლის ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის გეგმა დადებითად შეაფასა. დადებითი შეფასების ძირითად არგუმენტად კი, გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია დაასახელა. ხელისუფლების განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, ბუნებრივი რესურსების მართვაში სარგებლობისა და დაცვის ფუნქციები გაიმიჯნა, რასაც მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მხრიდან.

ევროინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის გამოსვლაში, ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამოქალაქო საზოგადოების, “ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მსგავსმა ფრაზებმა გაიჟღერა: “გარემოს დაცვის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები 2011 წელს წარმატებით შესრულდა; გახორციელდა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია; გაიმიჯნა სარგებლობისა და დაცვის ფუნქციები; ამ ფაქტს მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მხრიდან.”

თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა, ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის ბორის იაროშევიჩის სატელევიზიო განცხადებამ, რომელიც მან ვახო სანაიას გადაცემა “ევროპულ არჩევანში” გააკეთა: “იმედგაცრუებულები დავრჩით, როცა ტყე გახდა რესურსი ენერგეტიკის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ და ჩამოსცილდა გარემოს დაცვის სამინისტროს”.

გარდა ამისა, ურთიერთსაწინააღმდეგოა მთავრობის განცხადებებიც. ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვის შესაძლებლობას ისინი მეიჯარეს უტოვებენ, ამის მიზეზად კი ადამიანთა და ფინანსთა რესურსის არქონას ასახელებენ. ამასთან დაკავშირებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემაც ისაუბრა “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. თუმცა, ამავდროულად, NEAP2-ში (გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა) წერია: “ტყეების 50%-ისთვის შემუშავებულია ტყის მართვის გეგმები, ტყეთმოწყობის სამუშაოების ჩათვლით”.

ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ტყის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნათია იორდანიშვილის თქმით, სამინისტრო ღიაა ყოველგვარი აზრისთვის: “ერთი საჯარო შეხვედრა უკვე გაიმართა ტყის ახალ კოდექსთან დაკავშირებით და კვლავ მიმდინარეობს მუშაობა საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად. შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯელობა ტყის 44 ლოტად დაყოფასთან დაკავშირებით და გამორიცხული არ არის მისი შეცვლა. ამჟამინდელი დაყოფა კი მდინარის აუზების მიხედვით მოხდა”, _ აღნიშნა იორდანიშვილმა.

რაც შეეხება ინსპექტირების პრობლემას, მისი თქმით, მთავარი მოთამაშეები ამ შემთხვევაში მოიჯარე და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნებიან. ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამავდროულად გააკონტროლებს მოიჯარესაც. მართვა სახელმწიფოს მხრიდანაც გახორცილდება, შპს-ების სახით.

როგორც შეხვედრისას ნათია იორდანიშვილმა განაცხადა, “ტყის კანონის მიღების შემდეგ აუცილებლად მოხდება მისი კატეგორიზაცია. ხოლო ინვენტარიზაცია მოიჯარის ვალდებულება იქნება. რაც შეეხება ტყის 50%-ის ინვენტარიზაციას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ NEAP-ში უკვე ლიცენზირებულ ტყეებზეა საუბარი, რომლებზეც უკვე მართვის გეგმები არსებობს.”

არსებობს კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს და რომლებზეც პასუხის გაცემა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ხელისუფლების პოზიცია კი ასეთია: “ჯერ კანონპროექტი მუშაობის პროცესშია, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ზიანი მიადგეს ქართულ საგანძურს და ქვეყნის მოსახლეობა დაზარალდეს”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8 სექტემბერი, 2026

გახმაურებული სპეცოპერაციის დეტალები

ფრიტიურში შემწვარი ყველი

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო