ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაცემა "2030" ტელეკომპანია "GDS"-ის ეთერში მარტიდან გავა.
სტუდია, რომლის ფოტოც "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა უკვე მზადაა.
ჩვენი ინფორმაციით გადაცემა, რომელიც შაბათის გარდა ყოველდღე გავა ეთერში 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ივანიშვილის თქმით, გადაცემა ანალიტიკური იქნება და საზოგადოებას "კვალიფიციურ ანალიზს" მიაწვდის.
"კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითადი ანალიზი გავაკეთო. მე წამყვანი არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. მე თანაწამყვანობა როცა ვთქვი, ძალიან ბევრს არ მოეწონა. ტრაგედიას არ ვხედავ, ამის შესრულება რომ მომიწიოს", _ აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.