https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ექსკლუზივი _ გიორგი კეკელიძე ახალ წიგნზე, ახალ ქალზე, ფეხბურთსა და გურიაზე

10:03; 25.03.2015
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1 აპრილს 19:00 საათზე "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის, "ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი", პრეზენტაცია გაიმართება.

_ ეს წიგნი არის ფეხბურთზე (დინამო, მანჩესტერი, საქართველოს ნაკრები, ინგლისის ნაკრები) ლიტერატურაზე და გურიაზე, _ ამბობს "გურია ნიუსთან“ საუბრისას გიორგი კეკელიძე.

მისივე თქმით ესეების ეს წიგნი  "დიდ აკვიატებებთან შეთამაშებას გულისხმობს":

_  აქ ფეხბურთი, ლიტერატურა და სოფელია. სამივეზე ვწერ. სამივე მიყვარს. ეგრეც შეიძლება ითქვას, რომ მორჩენილი ფიქრების წიგნია, დიდი ემოციების წყალგადავლილ კალაპოტში ნაპოვნი ქვები. შესაბამისად, ფრაგმენტულია. ისევე, როგორც ყველა ზღაპარი, რომელსაც ძილის წინ გიყვებიან და ძილი კუდს მოაწყვეტს. და მერე სიზმარში გრძელდება არასწორხაზოვნად, როგორც ერიკ კანტონა ურტყამდა და მიშა მესხი ატყუებდა. ამ აზრით ყველას საკუთარი სიზმარი აქვს. არ მეწყინება, თუ ის თქვენსასაც დაემთხვევა.

_ ფეხბურთი, ლიტერატურა, გურია…  ეს ყველაფერი ერთმანეთთან რა კავშირიშია?

_ კავშირშია იმ აზრით, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობა გურიაში დავიწყე და მახსნედება ის წლები, როცა გურიის ტელევიიზს სარდაფში ვუყურებდით თურქული არხის _ "სტარის" გამოცემებს. ლიტერატურა კი მიბმულია ფეხბურთთან _ პერსონაჟები და ავტორები.

  _  პოეზიიდან გურულ დღიურებამდე… დღიურებიდან ფეხბურთამდე… ეს როგორი გზაა?

  _ ცვალებადი და შესაბამისად საინტერესო. ახლ,ა უკვე მხატვრულ მინი-რომანზე ვმუშაობ…

_ რა მოლოდინი გაქვთ ახალ წიგნთან დაკავშირებით, ფიქრობთ, რომ გურული დღიურების მსგავსი წარმატება ექნება?

 _ ეს ცოტა სპეციფიკური წიგნია. ვნახოთ, თავიდან არც "გურული დღიურების" ამხელა ტირაჟს ველოდი. ზოგადად, პროგნოზი ამინდისაც კი უმადური საქმეა.

_ ბატონო გიორგი,  რა განაპირობებს დღეს წიგნის პოპულარობას და თქვენს  შემთხვევაში რასთან გქვონდა საქმე?

_  წიგნის პოპუალარობა დიდწილად ადამიანების საკუთარი წარულის დანახვამ განაპირობა. ახალი წიგნი არის ესეების კრებული ოთხმოცდიანებზე, გურიაზე. ნამდვილი ამბები მცირედი გამხატვრულებით.

_ ლექსების მუზა დაგეკარგათ?

_ არა, უბრალოდ გარკვეული პაუზა ავიღე. აუცილებლად მივუბრუნდები.

_ ამისთვის რა არის საჭირო? ხასიათი, განწობა თუ ქალი?

_ სამივე და პლუს შინაგანი მზაობა. ეს უკანასკნელი გადამწყვეტია.

_ ბოლო დროს შენ პირად ცხოვრებაზე არაფერი იმის. რა ხდება პირადში?

_ ბოლო ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე  თქვენ მოგეცით და პირობას ვასრულებ, აღარ ვსაუბრობ ამ თემაზე.  ისე, ჩვეულებრივ არეულ-დარეულად მიედინება, როგორც პირადი ცხოვრების წესია.

_ ეს პირობა რომ "გურია ნიუსისთვის" დაარღვიოთ? ამჟამად არის ახალი ქალი თქვენს ცხოვრებაში?

_ სიახლეები გარდაუვალი ამბავია. სხვანაირად ცოცხალი აღარ უნდა ვიყო.

"ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი" გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა. რედაქტორი ზვიად კვარაცხელიაა, გარეკანის დიზაინი კი  ნატალი ავალიანს ეკუთვნის.

"გურია ნიუსი" "ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპრის" პირველ და მეორე თავს ექსკლუზიურად გთავაზობთ.

თავი 1 _ ამბავი დავით გურამიშვილზე და სულხან-საბაზე

ესე საქმე სულ ასეა – რაც თავი მახსოვს. ტელეეკრანისკენ მიბრუნებული.
წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს – დაზოგავ­და ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის საფეხბურთო ნაწილი მათ ეკუთვნით და როგორც ოდითგანვე გვკარნახობდნენ – გულს ვერ უბრძანებ.

ხოლო აქ სხვა საქმეზე ვარ. 2012 წელია. რადგან ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა ჩამოსვლა, ვიფიქრე ბილეთს ვიყიდდი, მაგრამ ამაოდ. ადრევე დაეპატ­რონენო. ეკრანით და აურით დავკმაყოფილდი. და რაც შეეხება საქმეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქარ­თული ემიგრაციის დარბაზს ვხსნით. აქამდე რატომ­ღაც ისე გამოვიდა – სადაც სიტყვა ემიგრანტს ახსენებენ, მხოლოდ ნოე ჟორდანია მოაგონ­დებათ ხოლმე და ის ხალხი, ამ მთავრობას რომ გაჰყვა. არადა, ნაკადი ბევრი იყო და სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვახტანგის ამალაა მოსკოვისკენ საუკუნეების წინ დაძრული.

ეს კი თითქოს რაღაც უცნაური ემიგრაცია გახლდათ – ფორმით და არა თვისობრივად – დაახლოებით ისეთი, საქართველოს დემოკრატიული მთავ­რობა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, სა­ცხოვ­რებლად პეტერბურგში რომ გადასულიყო. მაგრამ რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. თან ამას ღია მტრობა მაშინ არც ეთქმოდა. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, სადაც გულმა გაუწიათ, იქ წავიდნენო. როგორც რომ უნდოდათ, ისე მოახდინესო. ქართუ­ლი დიდებულების უნიათობაზეც შეიძლება საუბა­რი რიგ შემთხვევაში. ეს სხვა სახის საკითხია და განსხვავებულ კვლევას საჭიროებს. აი, იმჟამინ­დელი ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მოს­კო­ვი რაღაც მიზეზით მალევე დატოვა და პოლტავაში დაფუძნდა. მათ შეუერთდა დავით გურამიშვილი – ქართველ დიდპოეტთა ხუთეულში უსათუოდ დაფუძნებული კაცი, რომელიც მხოლოდ ლექსებს არ დასჯერდა და ნახაზებს ქმნიდა სამეურნეო საქმეთათვის. ამის გამო, მირგოროდში მას ერთიორად აფასებენ. იქ მისი მუზეუმი და ბიბლიოთეკაა.

ასევე საფლავი შთამბეჭდავი ობელისკით. საფლავი, რომელიც სავარაუდოა, თუმცა ბევრი ცოტა გულუბრყვი­ლოდ მიიჩნევს, რომ მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. დნეპროპეტ­როვსკში, სულხან-საბას ძმის შთამომავალი – თუ გვარის გაგრძელების მხრივ ვიტყვით, უკანასკნელი – გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი ვნახეთ. ქართული, რაღა თქმა უნდა, არ იცის. თუმცა საოცარ საქმეს აკეთებს – საკუთარი გენეალოგიის კვლევა დაიწყო. აგროვებს ყველაფერს – მეცხრამეტე საუ­კუნის სამოსის ნარჩენები, მეოცის დასაწყისის მისალოცი ბარათები, ხელნაწერები, ნოტების სა­ხელ­მძღვანელო მინაწერებით. ინიშნავს ზეპირ გადმო­ცემებსაც. წერს სტატიებს ორბელიანებზე იქაურ გაზეთებში. მოკლედ, არ იღლება.

აქამდე ერთი-ორი იქაური ქართველი თუ გამოეხმაურა, ჩვენს ყუ­რამ­დეც მათი გზით მოაღწია და “თავს დავესხით”. რო­ცა გვნახა, დიახაც, იტირა. ბევრი რამ ერთად გაუხარდა. ისე, რომ ზოგიერთ უძვირფასეს ნივთსაც შეელია და ბიბლიოთეკას აჩუქა. ეს ცალკე და სასიხარულო თემაა. მაგრამ ერთი სიხარული საქმეს წინ ვერ წასწევს – ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ კულტურაზე ზრუნვა. თუ არ დავიზარებთ და მოვინდომებთ – გამოვა საქმე. პატარა საქმე როდია. აი, ინგლისი რომ ფინალში გავიდეს, იმას ჰგავს.

ინგლისის ჩემპიონობა ბევრისთვის მითია. ბახრამოვი და ამბავი. მე ეგენი არ მახსოვს, წიგნებში წამიკითხავს, კადრები მინახავს და “მაგათ ხო გუნდი არ ჰყოლიათ არასდროს”, ხალხისგან მსმენია. მე მახსოვს გაზა. პოლ გასქოინი. მსმელი ვითარცა ბესტი და ახირებული, ვითარცა… აქ ბევრი მახსენდება, მაგრამ მისი რანგისა არავინ. არნახული ტალანტის კაცმა სისხლის მაგივრად ვისკი გადაისხა და მარადონობა იუარა. დრამის მოყვარულთათვის დიადი საგაა, მაგრამ ფეხბურთმა იზარალა. დანარცხებულ და გაქუცულ დემონს დაემსგავსა ერთ დროს სხვა ქარებში მფრინავი კაცი. მოულოდნელი კაცი.

მახსოვს დევიდ სიმენი. ადრე რომ სამეფო კარის რაინდივით დადიოდა საფეხბურთო კარის წინ და მერე ესპანელებმა “თვალებიანი ხორცის ნაჭერი” დაარქვეს. მერე ცენტრიდან გოლების გაშვება დაიწყო. ხორცის ნაჭერი იმად, რომ ბოლო წლები, ხაშურს რომ უახლოვდები და მსხვილი ნაჭრები კიდია და მტვრიანი ქარი არხევს, ეგრე იდგა და ოდნავ თუ ტოკდებოდა. უხეში შედარებაა, არაეთიკური და არაპოლიტკორექტული. მაგრამ საფეხბურთო ეპითეტები სულ ამის ზღვარზეა. საერთოდაც, სტადიონიდან გინება მანქანის მძღოლის გინებას ჰგავს – თითქოს კონკრეტულია, მაგრამ ამავდროს იმდენად ზოგადი, რომ ადრესატს, როგორც სცენაზე დროებით შემოვარდნილს, ეგრე გულისხმობ.

მერე კიდევ შეიძლება მასთან ლუდი დალიო. ყაზბეგი. აი, სტივ მაკმანამანს რომ ჰყვარებია. ასე გვამცნობდა მის ინტერვიუში ერთი ჩვენებური სპორტული გაზეთი, ტროლინგის მოყვარული და ავტორი დევიდ ბექჰემისადმი მიწერილი ფრაზისა: “იგი წავა და სხვა მოვა”.

ამ მეკარეს კისერწვრილი ტონი ადამსი ჰგავდა რაინდობის ჰაბიტუსის ამბავში, ოღონდ მუშკეტერობისკენ უფრო იხრებოდა თავისი ქცევითა და ამ ქცე­ვის წესთა კოდექსით, რომელსაც პრემიერლიგაში მარტინ კიოუნი, ერიკ კანტონა, ლი ბოიერი, პატრიკ ვიეირა, როი კინი და სხვანი განაგებდნენ. ადამსმა რამდენიმე დიდი მატჩი ჩაატარა და წავიდა. უფრო რობსონის ხელში და კლუბში, მუსიე არსენის შეფობით, ცხადია.

ალან შირერი აწეული ხელით უნდა დაგვამახსოვ­რდეს. ეს აწეული ხელი ათობით შეგდებულ ბურთს ნიშნავს, პრემიერლიგაში სულაც ასობითს. ამ რანგის სტაბილური ფორვარდი ინგლისს ძნელად ჰყოლია. თავით და ფეხით თანაბრად უმიზნებდა და ყველა ასაკში საშიში იყო.

დევიდ ჟინოლას ქალთა გულები მალევე ჩამოარ­თვა თუ გადაიბარა (რაღაც ხანი კოაბიტაციაც სუ­ფევ­და) დევიდ ბექჰემმა. ათას სკანდალში გახვეულმა კაცმა – ვიქტორიადან ბუცამდე. მაგრამ ახლა უფრო მისი პასი გვაინტერესებს და საფირმო საჯარიმოები. თუმცა პასზე ფერგიუსონი ამბობდა, ჟღალი პოლ სქო­ულზი უფრო ხედავდა მოედანსო. გრძელი გადა­ცე­მანი მისი გაცილებით ზუსტი იყოო.

გვახსოვს პოლ ინსი. მაკრატელებით და უცაბედი პასებით. თავდაჯერებული, ოდნავ ცინიკური ღი­მილით. პერიოდული სიზარმაცით და განაჩენით, ამის გამო კლუბიდან კლუბში ეხეტიალა. ნაკრებში რამდენჯერმე გაიბრწყინა და ზოგი მატჩი პირწმინდად ჩააგდო.

მაიკლ ოუენმა, ჰოდლის ბიჭების მთავარმა ბიჭმა, არგენტინასთან გოლით საკუთარი პორტრეტი მოხაზა. მერე ეს ნახატი სხვა გატანილი ბურთებითაც ფერადდებოდა, რასაც გამუდმებული ავადმყოფობები აბაცებდნენ, მაგრამ მაიკლი მაინც დიდ კაცად შემორჩა.
უცნაური ბედისა და უიღბლობების მორიგ მსხვერპლად (“რეალში” გადასვლა და სათადარიგოთა სკამის ხეხვა), რომლის გაცოცხლებაც, მიუხედავად ლივერპულური მეფობის ხანისა, “მანჩესტერმა” მოინდომა. ეშმაკების ისტორიაში კი “სიტის” კარში ბოლო წამს გატანილი გოლით შევა, გიგზის გენიალურმა პასმა რომ განაპირობა.

ჯერარდი და ლამპარდი ძმები მგონია. იმაზე ნაღდი, ვიდრე გარი და ფილ ნევილებია. ერთი თაობის ხალხი, ერთი სტილისა და მდგომარეობის. კლუბებში დიდი შედეგების მქონენი სანაკრებო მაისურში ცოტა შეშინებული ჩანდნენ. ეს შიში ღუპავდა ამ თაობას.

უეინ რუნის ვუყურებ: ბურთს რომ აწვდის აუტიდან, უკმაყოფილო სახეზე ეტყობა, უფრო დიდი ფეხბურთელობა შეუძლია, მაგრამ კონტექსტი არ უწყობს ხელს. შედეგები საოცნებო აქვს, მაგრამ მას მსოფლიოს საუკეთესოობა სურდა. ერთ სეზონში ახლოს იყო ამასთან, მაგრამ მერე უკან დახიეს და ახლა ლამის მეკარედ გაამწესონ.

ხოლო სულხან-საბა და გურამიშვილი მეტაფორაა. თუ რის გამო და როგორი, ამას თქვენვე მიხვდით – ფეხბურთს და ლიტერატურას ფიქრი უყვარს. დაძალებული ფიქრიც.

“მას მორჩსა სიკვდილთ მომკვლელი ზედ ერთი ხილი ებადა;
სიმწიფის ჟამი მოსლოდა ნაყოფის გამოღებადა:
ზოგს სასიკვდინეთ მიაჩნდათ და ზოგთა უკვდავებადა,
შეითქვნენ ერნი, აღიძრნენ ცუდისა განძრახებადა”.

2 თავი _  ამბავი ჩემზე

„მესხმა ბურთი გაიტანა კარში, სახიფათო მდგომარეობაში” – საოჯახო ზეპირისტყვიერების ისტორიკოსები დღემდე დავობენ, მე მეკუთვნის ეს სტრიქონები თუ ჩემს ბიძაშვილს.

ღრმა ბავშვობა იყო, ცოტაც რომ ამოვცურე, ასე გაგრძელდა – გურიაში ფეხბურთის მოედანი ხშირ შემთხვევაში ქუჩა იყო, სადაც მანქანა ისეთივე სიხშირით ჩამოივლიდა, რა სიხშირითაც შიშველი ფანები ჩამორბიან ნამდვილ სტადიონებზე. დარტყმას დაყუდება ერქვა. თუ მეკარეს ძლიერი ბურთების ეშინოდა – დაყუდება არ იყო. ბურთი ძელს არ ხვდებოდა, თუ კი, მაშინ კარის ზომა იზრდებოდა – ძელის მაგივრობას ქვა სწევდა. ფეხები სულ დალეწილი გვქონდა, „აბა, ბალეტს ხომ არ ვცეკვადით”.

ჰო, ალბათ ყველგან ასე ხდებოდა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებს, როგორც წესი, სწორედ ასე დაწყებული ისტორიები გვიყვარს – ისინი ხომ ღარიბ უბნებში იზრდებოდნენ, აი, პელე ჩვრის ბურთით თამაშობდა, მარადონა – ფორთოხლით, აგერ ახლა რიბერი ლამის მეკურტნედ მუშაობდა და რუნი ვიღაც ჯიბგირებთან მუშტი-კრივით ამთავრებდა „მატჩს”.

სანაკრებო განხრით, როგორც გითხარით, მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ. ეს არ ვიცი, საიდან მოდის, ვერაფრით ვიტყვი – ერთ დღეს მაკმანამანის ლამაზ პასს ვუყურე, რივალდოს ფინტს ვამჯობინე და ავირჩიე-მეთქი. უფრო ბრმა ამბავს ჰგავს. ალბათ ყველა ასე ირჩევს თავიდან, თითქმის თვალდახუჭული და მერე, ჭირში თუ ლხინში, გვერდით უდგას საყვარელ გუნდს. არგენტინა ჩემი მტერია (ბრჭყალებში რომ ჩავსვა, ყალბი იქნება).

განა არ ვიცი, რომ ხშირად გვჯობნიან ხოლმე (ეს უცხო გუნდებზე პირველ პირში ლაპარაკიც ფეხბურთის სენთაგანია), რომ მარადონას იმ საღამოს ხელიც ღმერთის ჰქონდა და ფეხიც, რომ ოუენის მცირე რევანში და ბექემის მიკნავლებული თერთმეტმეტრიანი ისტორიას არ ცვლის, მაგრამ „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”.

ისე, აშკარად ძველი საქმეა:

ფარაონთა სამარხებში არქეოლოგებმა ბურთებს მიაგნეს. არავინ იცის, რისთვის იყენებდნენ მათ ეგვიპტელი ზეპურები, მაგრამ ადამიანებმა ერთ დღესაც რომ ფეხი დაჰკრეს, ცხადია: ძველი ბერძნები ესკიპიროსს თამაშობდნენ, რომაელები – გარპას-ტუპს, იაპონელები – კემარს, ჩინელები – ძი-ნიუს. ეს სახეობები ფეხბურთის ჰომოერეკტუსები იყვნენ.

ფეხბურთის ჰომოსაპიენსი (დღეს ჰომოფაბერად ქცეული) ინგლისში დაიბადა XIX საუკენეში.

ფეხბურთს ჩვენშიც თამაშობენ. ადრე უფრო უკეთ. იმ ადრინდელის ექოს ექო იყო ავტორდაუდგენელი სტრიქონები, დასაწყისში რომ გაგაცანით და ალბათ გაგაცინეთ.

ნუ ჩამითვლით ფსევდოპატრიოტულ გამოხდომად, როდის-როდის და, ფეხბურთზე ლაპარაკისას ყველაზე გულწრფელი ვარ – აბა, ადექით, ჩასვით მესხის ადგილას რომელიმე მოქმედი ქართველი ფეხბურთელის გვარი, დაარღვიეთ მარცვლების რაოდენობა, რიტმი, რითმა, რაც გნებავთ. ამაოდ. სახიფათო მდგომარეობაც ვერ შევქმენით, გოლს ვინღა ჩივის.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

ადიგენის რაიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა

საარჩევნო ხმების „ბეღელი“ და მიწების დაბრუნების რამდენიმეწლიანი მოლოდინი

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო