"აჭარა იყო, რეგიონი სადაც ატესტაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვა არ მომხდარა, განსხვავებით სხვა რეგიონებისა. ყველა მუნიციპალიტეტში ოპრობლემოდ შეგვეძლო დაკვირვება და დასწრება. ბათუმის მერია ამ თვალსაზრისით ძალიან გამჭვირვალე იყო, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაცია სათანადოდ იყო განთავსებული. არცერთ სხვა მუნუიციპალიტეტში ან რეგიონში მსგავსი გამჭვირვალობა არ ყოფილა. საერთო ჯამში ტესტირებაც და გასაუბრებაც კარგად იყო ორგანიზებული. კონკურსანტთა მიმართ უსამართლოო გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია". – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც აჭარის მუნიციპალიტეტებში გამართული ატესტაციის პროცესი დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.
ლომჯარიას განცხადებით, პროცესი დადებით ორგანიზება ძირითადად დამოკიდებული იყო იმაზე, რომ იგი ცენტრალიზებული იყო. რაც შეეხება დარღვევებს, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ძირითადად გენდერულ თანასწორობას ეხებოდა. მაგალითად ასეთი შემთხვევა იყო ქედაში, სადაც საატესტაციო კომისია წინააღმდეგი იყო ზედამხედველობის სამსახურში ქალის დანიშვნისა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ეს ქალისთვის შეუფერებელი თანამდებობა იყო.
„სამართლიანი არჩევნების“ სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, საატესტატო კომისიის წევრთა დაბალი მომზადების დონემაც. ლომჯარიას განცხადებით, ხშირად ისინი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ ან საერთოდ ვერ სვამდნენ შესაფერისი კითხვებს.
"იგრძნობოდა ისიც, რომ კომისიის წევრები არაკვალიფიციურები იყვნენ, იმისათვის, რომ გამოეცადათ კონკურსანტი. ასევე გამოიკვეთა შემთხვევები პოლიტიკური კითხვები, შენიშვნები გაკეთდა კონკურსატთა მიმართ, წარსული პოლიტიკური საქმიანობის გამო". – აღნიშნა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.