"ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას _ ეს არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ის, რომ დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა, მრავალი ჩვენი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" _ ეს განცხადება საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა პარლამენტის რიგარეშე სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დიდ ძალისხმევას დებს "ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის კუთხით":
_ შემცირდა აღიარებათა რიცხვი და გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა.
ვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. გრძელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, აქტუალური გამოწვევების ფონზე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საერთაშორისო რეაქციის მობილიზებას რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების საპასუხოდ.
ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევროინტერგაციის პროცესის შესახებ, მათ შორის როგორც კონკრეტული სარგებლის, ისე იმ ღირებულებების თაობაზე, რასაც საქართველოს ევროპული განვითარების გზა გულისხმობს ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვის თვალსაზრისით, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.