ზაფხულის განმავლობაში, მდინარესა თუ ზღვაზე ბანაობისას, ბევრი ადამიანი იღებს მზისგან დამწვრობას.
პირველ რიგში, უნდა მოვერიდოთ ასეთ მდგომარეობამდე მისვლას, რაც, სამწუხაროდ, ხშირად არ გვადარდებს.
ბევრი დამწვრობის პირველ საშუალებად მაწვნის წასმას მიიჩნევს, თუმცა, გირჩევთ, დაიფაროთ სპირტის საფენები, არც თუ მაგრად გაწურული.
მართალია, წუთიერად წვას იგრძნობთ, თუმცა, სპირტს ორგანიზმიდან "გამოჰყავს" ანთებითი პროცესი.
ასე გაიმეორეთ დღის განმავლობაში და მალე იგრძნობთ შვებას.
მძიმე ფორმის დამწვრობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.