ახლახან, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში, ქართული წარმოების გუთნით მოიხნა წლების მანძილზე დაუმუშავებელი ფართობები, სადაც ხორბალი უნდა დაითესოს. გუთანი შპს "მექანიზატორის" მიერაა დამზადებული.
ეს არის პირველი შემთხვევა 80-იანი წლების შემდეგ, როცა წლობით დაუმუშავებელი, ყამირად ქცეული მიწა მოიხნა. სამუშაო შპს "ზანაგროს" ფართობზე გახორციელდა, მომავალში კი, როგორც აა(ი)პ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, მრავალ სახნავ-სათეს ფართობზე შესრულდება.
_ რაც მთავარია, გუთანი მდგრადობითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა და კონკრეტული ქართული გამოგონებაა, _ გვითხრა "ზანაგროს" ხელმძღვანელმა კახა მალაზონიამ.