საფრანგეთში მდებარე ბოშათა ბანაკში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას WASHINGTONPOST-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.
თვითმხილველების თქმით, ბანაკში ხანძარი გაჩნდა, რასაც სროლა მოჰყვა.
პარიზის პროკურორის განცხადებით, სროლის შედეგად ბანაკის სამი წევრი დაიღუპა, მათ შორის 6 თვის ბავშვი, ქალი და მოხუცი მამაკაცი.
როგორც ცნობილია, სროლის დროს ორი პოლიციელი დაიჭრა, რომელთაგან ერთი დაიღუპა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, თავდამსხმელი შეტაკების დროს დაშავდა და ის უკვე დაპატიმრებულია.
ჯერჯერობით სროლის გამომწვევი მიზეზები უცნობია.