საქართველოს მთავრობა „რეგიონული განვითარების შესახებ" კანონზე მუშაობას იწყებს.
კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კანონი რეგიონების მდგრადი განვითარების, ეკონომიკური აღმავლობისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობა გაგრძელდება, რის შემდეგაც მთავრობა მას განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.
"რეგიონული განვითარების შესახებ" კანონს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს.
რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და რეგიონების გუბერნატორები დაესწრნენ.