"ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, 06:50 საათზე, "ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა.
"წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს", _ ნათქვამია განცახდებაში.